ინტერნეტ
ბანკინგი
  შესვლა
ძებნა
ვალუტის კონვერტორი
საიდან
სად
თანხა
შედეგი
ვალუტის კურსები (GEL)
ვყიდულობთ: ვყიდით:
USD 1.6100 1.6400  
EUR 2.0400 2.1000  
GBP 2.5340 2.6370  
RUR 0.0460 0.0540  
CHF 1.6800 1.7800  
ვალუტის ოფიციალური კურსები
CAD 1.6116
CHF 1.7230
EUR 2.0691
GBP 2.5903
NOK 2.7146
USD 1.6277
სს „ბანკი ქართუ“–ს განცხადება
გრძელდება სს „ბანკი ქართუს“ კლიენტურის ბანკში გირაოდ ჩადებული და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაყადაღებული უძრავ-მოძრავი ქონების საჯარო აუქციონზე ვაჭრობის იმიტაციის პროცესი. კერძოდ, გასულ კვირას 04.01.2012 წელს აუქციონებზე გატანილი იქნა დამატებით 6 ობიექტი ჯამში 12,3 მილიონი ლარი ღირებულებით, რომლის საწყისი სააუქციონო ფასი ამ ღირებულების 50%–ს შეადგენდა.

სს ბანკი "ქართუს" განცხადება
კვლავ გრძელდება სს ,,ბანკი ქართუს“ კლიენტურის ბანკში გირაოდ ჩადებული და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაყადაღებული უძრავ-მოძრავი ქონების საჯარო აუქციონზე გატანის პროცესი. კერძოდ, მიმდინარე კვირის განმავლობაში აუქციონებზე გატანილია დამატებით კიდევ 11 ობიექტი (ჯამში 67,8 მილიონი ლარის ღირებულებით), რომლის საწყისი ფასი ამ ღირებულების 50 პროცენტს შეადგენდა. დღეს, 2011 წლის 22 დეკემბერს მიმდინარეობს კიდევ 2 ობიექტის რეალიზაცია საჯარო აუქციონზე ჯამური საწყისი ღირებულებით 4,5 მლნ. ლარი.

სს ბანკი "ქართუს“ განცხადება
გრძელდება სს ,,ბანკი ქართუს“ კლიენტურის ჩვენს ბანკში გირაოდ ჩადებული უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღების პროცესი. გასულ კვირას კიდევ ორ ბიზნეს-ჯგუფს დაუყადაღდა 5,2 მლნ. აშშ დოლარის ქონება, რის გამოც არაუზრუნველყოფილი და შედეგად პრაქტიკულად უპერსპექტივო გახდა კიდევ 3 მლნ. აშშ დოლარის საერთო მოცულობის სესხები. პარალელურად დაიწყო დაყადაღებული ქონებების აუქციონზე გატანა. კერძოდ, ერთი კვირის განმავლობაში აუქციონზე გატანილია 19 მლნ. ლარის ღირებულების 26 ობიექტი საბაზრო ფასის 50 პროცენტად, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, პრაქტიკულად არც ერთი ქონება არ გაყიდულა და დიდი ალბათობით არც გაიყიდება: მათ ნატურით დაისაკუთრებს ეკონომიკის სამინისტრო _ ახლო მომავალში, გარკვეული სქემით, თავდაპირველი მფლობელებისთვის უკან დაბრუნების მიზნით.

სს „ბანკ ქართუ“–ს სამეთვალყურეო საბჭოს განცხადება
საქართველოს ეროვნული ბანკის ა.წ. 1 ნოემბრის განცხადების პასუხად სს „ბანკ ქართუ“–ს სამეთვალყურეო საბჭო სრული პასუხისმგებლობითა და კატეგორიულად აცხადებს რომ: გრძელდება სს „ბანკ ქართუ“–ზე პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან, რომლის მიზანია შექმნას რაიმე, თუნდაც აბსოლუტურად უსაფუძვლო საბაბი ბანკში დროებითი ადმინისტრაციის შემოსაყვანად.

სიახლეების გამოწერა
გამოწერა  გამოწერის გაუქმება


Copyright © 2012 Cartubank. All Rights Reserved. Design concept: PASSPORT Ltd.  |   Created by: Pro-Service