switch to english

CartuBank

CartuBank


     
2016   ბანკი ქართუს სწრაფი ფულად გზავნილებს კიდევ ერთი სისტემა შეემატა - CONTACT.
     
2015   ბანკი ქართუს სწრაფი ფულად გზავნილების სიტემას შეემტა ახალი გავნილი "ზოლოტაია კორონა".
     
2015   საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის მიერ ჩატარებული საფუძვლიანი კლევის შედეგად, 2015 წლის 30 სექტემბერს კომპანია „Fitch“-მა ბანკი ქართუს მიანიჭა IDR-ის (Issuer default Rating) რეიტინგი „B+ სტაბილური პერსპექტივა“.
     
2015   ბანკი ქართუმ სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართვისა და კომპანიების მხარდაჭერისთვის ბიზნესგაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოსგან მიიღო მადლობის სიგელი.
     
2015   ბანკი ქართუმ კორპორაციულ კლიენტებს მოკლევადიანი ფულადი საჭიროებების დასაფინანსებლად შესთავაზა VISA/MasterCard საკრედიტო ბიზნესბარათები. 
     
2014   ბანკი ქართუ მონაწილეობს სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროექტებში – „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „აწარმოე საქართველოში“. 
     
2014   ბანკი ქართუმ MasterCard ბარათებისთვის დანერგა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი – MasterCard Secure Code.
     
2013   ბანკი ქართუს მთაწმინდის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალები გადაკეთდა შესაბამის სერვისცენტრებად.
     
2013   შეიცვალა ბანკის სტრუქტურა.
     
2011   ბანკი ქართუმ ამიერკავკასიაში პირველმა და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთმა პირველთაგანმა დანერგა ინტერნეტტრანზაქციების უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი Visa ბარათებისთვის – ვიზას უსაფრთხოების სერვისი – Verified by Visa.
     
2011   გაიხსნა ბანკი ქართუს ისნის სერვისეცნტრი.
     
2009   გაიხსნა ბანკი ქართუს თელავის სერვისცენტრი.
     
2008   გაიხსნა ბანკი ქართუს საბურთალოს და გორის სერვისცენტრები.
     
2007   ბანკი ქართუმ, ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, American Express Bank-თან მიაღწია შეთანხმებას 1 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზის გამოყოფის შესახებ. 
     
2007    საერთაშორისო განვითარების ასოციაციამ (IDA) და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდმა (IFAD), საქართველოში მსოფლიო ბანკის (World Bank) ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გააფორმეს ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სს "ბანკი ქართუ"-ს სასოფლო-სამეურნეო პროექტების დასაფინანსებლად დაუმტკიცდა 2,5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი.
     
2007   ბანკი ქართუმ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან (BSTDB) მიაღწია შეთანხმებას 2008 წლის იანვრიდან 5 მლნ აშშ დოლარის მოკლევადიანი, განახლებადი საკრედიტო ხაზის გამოყოფის შესახებ. შეთანხმების ფარგლებში, 2007 წელს სავაჭრო ოპერაციების დასაფინანსებლად ხელი მოეწერა ხელშეკრულებას 1,5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზის გამოყოფის შესახებ.
     
2006   გაიხსნა ბანკი ქართუს ვაკის სერვისცენტრი.
     
2006   ბანკი ქართუმ ევროპის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ვაჭრობის დაფინანსების ხელშეწყობის საგარანტიო ხაზის გამოყოფის შესახებ.
     
2006   ბანკი ქართუ სწრაფ ფულად გზავნილებს ახორციელებს Money Express-ის, Anelik-ის და Unistream-სისტემების საშუალებით.
     
2006   ბანკი ქართუმ დანერგა მოკლე ტექსტური შეტყობინებებით (SMS) ინფორმაციის გავრცელების მომსახურება.
     
2006   ბანკი ქართუმ MasterCard-გან მიიღო ელექტრონული კომერციის ლიცენზია.
     
2005   ბანკი ქართუმ VISA International-გან მიიღო ელექტრონული კომერციის ლიცენზია.
     
2005   ბანკი ქართუმ დანერგა დისტანციური მომსახურების სერვისი – ინტერნეტბანკი.
     
2004   გაიხსნა ბანკი ქართუს ბათუმის ფილიალი.
     
2004   ბანკი ქართუმ, პარტნიორ ბანკებთან ერთად, რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, მოლდოვის   რესპუბლიკა, ბელორუსი) ახალი საბანკო პროდუქტი – ფულადი გზავნილების სისტემა „Быстрая Почта“ დანერგა.
     
2004   სერტიფიცირების შემდეგ ბანკი ქართუს საქართველოს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში MasterCard-ის პლასტიკური ბარათების მომსახურების უფლება მიენიჭა. ამჟამად ბანკი ქართუ ადგილობრივ ბაზარზე ერთადერთი ბანკია, რომელიც VISA-ის, MasterCard-ის, American Express-ის დაDiners Club-ის საერთაშორისო პლასტიკურ ბარათებს ემსახურება.
     
2003   ბანკი ქართუმ დაიწყო MasterCard ბარათების გამოშვება.
     
2003   საგამომცემლო სახლ Georgian Times-ის მიერ ორგანიზებულ, ყოველწლიური ბიზნესრეიტინგის საზეიმო ცერემონიალზე ბანკი ქართუმ გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის         საუკეთესო კომპანია/ბიზნესი“, ასევე, დაჯილდოვდა პრიზით ნომინაციაში „სტაბილური პროგრესი და დინამიკურობა“.
     
2003   ბანკი ქართუმ მოიპოვა American Express და Diners Club ბარათების მომსახურების უფლება.
     
2002   საგამომცემლო სახლმა Georgian Times ტრადიციულ ბიზნესრეიტინგში ბანკი ქართუ და მისი ხელმძღვანელი საქართველოს ოცდაერთ საუკეთესო კერძო კომპანიათა შორის   დაასახელა. 
     
2002   ბანკი ქართუ გახდა MasterCard-International საგადამხდელო სისტემის ძირითადი წევრი.
     
2001   ბანკი ქართუს მიენიჭა VISA-ის საერთაშორისო საბარათო სისტემის ძირითადი წევრის სტატუსი.
     
2001   ბანკი ქართუმ შეისყიდა სს კბ „აბსოლუტი“-ს აქტივ-პასივების ნაწილი, გახდა საბარათო ბიზნესის სრული პაკეტისა და საპროცესინგო ცენტრის მფლობელი.
     
2001   გაიხსნა ბანკი ქართუს მთაწმინიდსა და ქუთაისის ფილიალები.
     
2000   ბანკი ქართუმ დაიწყო ფიზიკური პირებისათვის სწრაფი ფულადი გზავნილების განხორციელება ფულადი გზავნილების სისტემა Western Union-ისა და Импексбанк-ი საშუალებით.
     
1998   ბანკი ქართუმ მიიღო საქართველოს ფასიანი ქაღალდების გამოშვების ლიცენზია.
     
1998   სს კბ „როსიისკი კრედიტი-ქართუ“-ს ეწოდა სს „ბანკი ქართუ“.
     
1997   სს კბ „როსიისკი კრედიტი-ქართუ“ გაწევრიანდა SWIFT-ის საერთაშორისო სისტემაში.
     
1997   სს კბ „როსიისკი კრედიტი-ქართუ“-მ მიიღო საბანკო ლიცენზია.
     
1996   დაფუძნდა სს კომერციული ბანკი „როსიისკი კრედიტი-ქართუ“.