switch to english

CartuBank

CartuBank


SMS (მოკლე ტექსტური შეტყობინებით) მომსახურება საშუალებას გაძლევთ, თქვენი ანგარიშები აკონტროლოთ და განახორციელოთ სხვადასხვა საბანკო ოპერაციები SMS-ების მეშვეობით და, ასევე, ოპერატიულად მიიღოთ ინფორმაცია თქვენს ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ.

 

SMS მომსახურებით თქვენ შეგიძლიათ:

  • შეავსოთ საკუთარი და სხვისი მობილური ტელეფონის ანგარიში;
  • შეამოწმოთ საბარათე და მიმდინარე ანგარიშებზე არსებული ნაშთები;
  • მიიღოთ ინფორმაცია ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესახებ;
  • ავტომატურ რეჟიმში მიიღოთ ინფორმაცია თქვენს ანგარიშზე შესრულებული ტრანზაქციების შესახებ;
  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენს ანგარიშებზე წარდგენილი ინკასო/ყადაღის შესახებ;
  • ნებისმიერი ბანკომატის, POS-ტერმინალის ან ინტერნეტბანკის მეშვეობით ავტომატურ რეჟიმში მიიღოთ ინფორმაცია თქვენს ანგარიშებზე შესრულებული ტრანზაქციების შესახებ.

 

მომსახურების ტარიფი
რეგისტრაცია  უფასო
მომსახურების საკომისიო (თვეში) 1 ლარი

შენიშვნა: 
მომსახურების საკომისიო ითვალისწინებს ერთი მობილური ტელეფონის ნომერს. 
ყოველ დამატებით ნომერზე ვრცელდება ანალოგიური ტარიფი.

 

სერვისის სარგებლობისთვის, ქვემოთ მოცემული კომბინაციები, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით
უნდა გამოაგზავნოთ ნომერზე - 91910

მომსახურება ბრძანება
შეტყობინება თქვენს ანგარიშებზე არსებული ნაშთის შესახებ  BAL
შეტყობინება მიმდინარე თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსების შესახებ  CUR

 

მაგთის და ჯეოსელის სასაუბრო დროის შეძენა
მაგთისა და ჯეოსელის ქსელების მობილური ტელეფონების ნომრებისთვის სასაუბრო დროის შეძენა  MOB#ნომერი#ანგარიშის ნომერი#თანხა

შენიშვნა:

ნომერი – ცხრანიშნა სატელეფონო ნომერი
თანხა – ხუთის ჯერადი ციფრი, მაგალითად, 5, 10, 15 და ა. შ.

ბალის სასაუბრო დროის შეძენა
ბალი საქართველო  MOB#ნომერი#1#ანგარიშის ნომერი#თანხა
ბალი – ბალი, ბალი – მაგთი  MOB#ნომერი#2#ანგარიშის ნომერი#თანხა
ბალი – საყვარელი ნომერი  MOB#ნომერი#3#ანგარიშის ნომერი#თანხა
ბალი SMS  MOB#ნომერი#4#ანგარიშის ნომერი#თანხა
ბალი MMS  MOB#ნომერი#5#ანგარიშის ნომერი#თანხა
თეთრი ბალი  MOB#ნომერი#99#ანგარიშის ნომერი#თანხა

შენიშვნა:

ნომერი – ცხრანიშნა სატელეფონო ნომერი
თანხა – სამის ჯერადი ციფრი, მაგალითად, 3, 6, 9 და ა. შ.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე: (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს.