switch to english

CartuBank

CartuBank


თუ თქვენ საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირი ბრძანდებით და თქვენი საქმიანობის სფეროებია:

  • საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი;
  • საქართველოში შავიზღვისპირა ქვეყნებიდან პროდუქციის იმპორტი; 
  • ექსპორტის მიზნით საქართველოში იმპორტირებული პროდუქცია, რომლის მთლიანი მოცულობის 20% იქნება ადგილობრივად წარმოებული,

ბანკი ქართუ გთავაზობთ ექსპორტ-იმპორტის სავაჭრო ოპერაციების ხელშეწყობის პროგრამას. პროგრამის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ შემდეგი მიზნობრივი დაფინანსება:

  • საბრუნავი სახსრების შევსება;
  • საწარმოს, საწყობის, ოფისის შეძენა/პრივატიზაცია/მშენებლობა/იჯარა/რემონტი;
  • დანადგარების შეძენა და რემონტი;
  • ინვენტარის შეძენა;
  • არსებული ვალდებულებების გასტუმრება;
  • მარკეტინგული კვლევა/გაყიდვების სტიმულირება.

პროგრამის ძირითადი პირობები
საკრედიტო თანხა 100,000 - 1,500,000 აშშ დოლარი
ვალუტა ლარი, აშშ დოლარი, ევრო
ინსტრუმენტი საკრედიტო ხაზი, სესხი, ოვერდრაფტი, აკრედიტივი, გარანტია


იმპორტ-ექსპორტის დაკრედიტების პროგრამის გამოყენებით თქვენ მიიღებთ:

  • საკრედიტო რესურსს დაბალი საპროცენტო განაკვეთით;
  • სესხის დაფარვის თქვენი ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებული გრაფიკს;
  • კომპანიის დამფუძნებლებისთვის და ტოპმენეჯმენტისთვის – VISA/MasterCard Gold ბარათებს ოვერდრაფტის ინდივიდუალური ლიმიტით.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე: (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს.