switch to english

CartuBank

CartuBank


ბანკი ქართუ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ფერმერებსა და მეწარმეებს, გთავაზობთ, განავითაროთ თქვენი მეურნეობები და საწარმოები შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დახმარებით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი მიზნობრივი დაფინანსება:

 

სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების საბრუნავი საშუალებების დაფინანსება:

1.1. მემცენარეობის დარგში:

  • ერთწლიანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის მიმდინარე ხარჯები;
  • პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების მიმდინარე ხარჯები;
  • შრომითი რესურსების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის
  • სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯები;
  • სათბურების კლიმატის შემქმნელი ენერგომატარებლების მიმდინარე ხარჯები
  • სასოფლო-სამეურნეო მიწების დაქირავება, მათი ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების საწარმოებლად გამოყენების მიზნით.

სესხის მაქსიმალური ვადა – 18 თვე, ფინანსდება სესხის მოქმედების ვადაში არსებული პერიოდის ხარჯები.

1.2. მეცხოველეობის დარგში:

  • არასანაშენე და მოზარდი პირუტყვის, ფრინველის, თევზის შეძენა;
  • ფუტკრის ოჯახის და სკების შეძენა;
  • პირუტყვის, ფრინველის, თევზის საკვების (მათ შორის, ორგანული საკვების) მიმდინარე ხარჯები;
  • ვეტპრეპარატების (მათ შორის, ორგანული) მიმდინარე ხარჯები;
  • შრომითი რესურსების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის;
  • სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯები;
  • სამეურნეო შენობების კლიმატის შემქმნელი ენერგომატარებლების მიმდინარე ხარჯები;
  • საძოვრების, სათიბებისა და მეცხოველეობის ფერმის შენობების დაქირავება სესხის მოქმედების ვადაში არსებული პერიოდით.

სესხის მაქსიმალური ვადა – 18 თვე, ფინანსდება სესხის მოქმედების ვადაში არსებული პერიოდის ხარჯები.


სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების ძირითადი საშუალებების დაფინანსება:

  • სანაშენე და პროდუქტიული პირუტყვის, ფრინველის და თევზის შეძენა;
  • სათბურების, თევზის ავზების და ტბორების აშენება და მოწყობა;
  • სარწყავი სისტემების მოწყობა, შეძენა;
  • სათბურების და სამეურნეო შენობების კლიმატის შემქმნელი ტექნიკის და აპარატურის შეძენა, მონტაჟი
  • სათბურების, ავზების, ტბორების და სამეურნეო შენობების მიერთება წყლის, დენის, ბუნებრივი აირის და კანალიზაციის ქსელებთან;
  • მრავალწლიანი ნარგავების საყრდენი სისტემების (მავთული, ბოძები) რემონტი;
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის ღობის მოწყობა (ბოძები, მავთული, ეკალ-მავთული, მავთულის ბადე, ელექტრო ღობე);
  • მემცენარეობისა და მეცხოველეობისთვის სხვადასხვა სახის ინვენტარის შეძენა;
  • სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, შენობების და სათბურების რემონტი.

სესხის მაქსიმალური ვადა - 36თვე, ფინანსდება სესხის მოქმედების ვადაში არსებული პერიოდის ხარჯები.

 

პროგრამის ძირითადი პირობები
კრედიტის თანხა 40,000 - 100,000 აშშ დოლარი
ვალუტა ლარი
ინსტრუმენტი სესხი
საშეღავათო პერიოდი   
სესხის ძირითად თანხაზე არაუმეტეს 12 თვე
სესხის პროცენტზე არაუმეტეს 6 თვე


პროგრამის ფარგლებში თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ: 

  • სწრაფად გააფართოვოთ თქვენი მეურნეობა;
  • მიიღოთ საკრედიტო რესურსი უპრეცედენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთით;
  • მიიღოთ საკრედიტო რესურსი არასაკმარისი უზრუნველყოფის პირობებში;
  • მიიღოთ სესხის თქვენი ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებული გრაფიკი.

 

პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე: *8080; (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს.