switch to english

CartuBank

CartuBank


ბანკი ქართუ აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო პროგრამაში – „აწარმოე საქართველოში“. პროგრამის კოორდინატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. პროექტის მიმართულებებია ინდუსტრიული მიმართულება და სოფლის მეურნეობა.

 

ინდუსტრიული მიმართულება

პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის და არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობა.

ინდუსტრიული მიმართულების პროექტის ფარგლებში სესხი გაიცემა შემდეგი მიზნობრიობით:

  • საკვები პროდუქციის წარმოება;
  • უალკოჰოლო სასმელის წარმოება;
  • სიგარის, სიგარილისა და სიგარეტის წარმოება;
  • ბიტუმის და ბიტუმოვანი ნივთიერებების წარმოება;
  • ქიმიური და მასთან დაკავშირებული მრეწველობის დარგების პროდუქციის წარმოება; 
  • პლასტმასი და პლასტმასის ნაწარმი, კაუჩუკი, რეზინი და მათი ნაწარმი; 
  • მერქნის და მერქნისგან დასამზადებელი პროდუქციის წარმოება;
  • საფეიქრო ნაწარმის, მათ შორის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ძაფის (შალი, აბრეშუმი) წარმოება და ტყავის გადამუშავება;
  • ქვის, თაბაშირის, ცემენტის, აზბესტის, ქარსის ან ანალოგიური მასალების ნაწარმი, კერამიკული ნაწარმი, მინა და მისგან დასამზადებელი პროდუქციის წარმოება;
  • არაძვირფასი ლითონები და მათგან დასამზადებელი პროდუქციის წარმოება;
  • მანქანა-დანადგარები და მექანიზმები, ელექტრო-ტექნიკური მოწყობილობები, მათი ნაწილები, ბგერათჩამწერი და ბგერათაღმწარმოებელი აპარატურა, სატელევიზიო გამოსახულებისა და ხმის ჩამწერი და აღმწარმოებლი აპარატურა, მათი ნაწილები და საკუთნოების წარმოება; 
  • მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებები, საფრენი აპარატები, მცურავი საშუალებები და ტრანსპორტთან დაკავშირებული მოწყობილობები და დანადგარების წარმოება;
  • ბუნებრივი ან კულტივირებული მარგალიტი, ძვირფასი ან ნახევრადძვირფასი ქვების, ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონების და მათი ნაწარმის, ბიჟუტერიის, მონეტების წარმოება;
  • სხვადასხვა სამრეწველო საქონლის წარმოება.

 

სოფლის მეურნეობის მიმართულება

ბანკი ქართუ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან ერთად პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახორციელებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით წარმოებაზე ორიენტირებული ახალი საწარმოების შექმნის ან არსებული საწარმოების გაფართოების ხელშეწყობის დაკრედიტებას.

სოფლის მეურნეობის პროექტის ფარგლებში სესხი გაიცემა შემდეგი მიზნობრიობით:

პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დაფინანსება

  • ბოსტნეულის, კენკროვანი კულტურების, მწვანილის და სოკოს მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა;
  • მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმა (მერძეული-მეხორცული); 
  • მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეღორეობის ფერმა;
  • მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის ფაბრიკა (მხოლოდ მეხორცული მიმართულების გამოსაზრდელი და სანაშენე დანიშნულების მქონე);
  • მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა;
  • მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის თევზის წარმოება; 
  • მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება;
  • საჩითილეები და სანერგეები;
  • მრავალწლიანი კულტურების ბაღები, ზვრები, პლანტაციები და სხვ.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამმუშავებელი საწარმოების დაფინანსება

  • ხილის, კენკროვნების, ბოსტნეულის, სოკოს, ციტრუსის გადამუშავება;
  • კაკლის, თხილის, მიწის თხილის და სხვა კაკლოვნების გადამუშავება;
  • მატყლის, ტყავის გადამუშავება;
  • დაფნის, ჩაის, თამბაქოს გადამუშავება;
  • ხორცის და რძის გადამუშავება;
  • მცენარეული ცხიმების (ზეთი, მარგარინი, ერბო) და ჰალვის წარმოება;
  • ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;
  • სასაკლაოს მოწყობა;
  • მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება;
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველის და თევზის საკვების წარმოება.

ინფრასტრუქტურული საწარმოების დაფინანსება

  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები;
  • მარცვლეულის საშრობები;
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობები.

 

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიღებული სესხ(ებ)ით შესაძლებელია დაფინანსდეს შემდეგი საქმიანობები:

  • არსებული შენობების რემონტი და მოწყობა;
  • ახალი შენობების აშენება და მოწყობა; 
  • ტექნოლოგიური ხაზების, კლიმატის შემქმნელი ტექნიკის და აპარატურის, გაყინვის დანადგარების, დენის გენერატორის, სარწყავი სისტემების, საწველი აპარატურის, საკვების მოსამზადებელი და სხვა დანადგარების შეძენა, მონტაჟი.
  • წყლის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდების წყაროებსა და კანალიზაციაზე მიერთება;
  • სამეურნეო ობიექტების შემოღობვა, დაცვის სისტემების მოწყობა;
  • შესანახი კამერების, სტელაჟების, ცისტერნების და შენახვის სხვა ტექნოლოგიური აღჭურვილობის შეძენა, მონტაჟი;
  • საწარმოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სპეცტექნიკის და მისაბმელების (მტვირთავის, ნაკელის გამტანის, საკვების შემრევ-მიმწოდებლის და სხვ.) შეძენა;
  • სანაშენე და მაღალპროდუქტიული პირუტყვის, ფრინველის, თევზის, ძვირფასბეწვიანი ცხოველების შეძენა;
  • თევზის ავზების და ტბორების აშენება და მოწყობა;
  • მრავალწლიანი კულტურების გაშენება, მოვლა-მოყვანა და აღდგენა, მათ შორის: 
    • ვაზის საღვინე, საქიშმიშე და სუფრის ჯიშები;
    • ხილის კურკოვანი და თესლოვანი ჯიშები; 
    • კაკლოვანი კულტურები;
    • კენკროვანი კულტურები;
    • ციტრუსი და სხვა სუბტროპიკული კულტურები;
    • ჩაი, დაფნა და სხვა ტექნიკური კულტურები;
    • მერქნის მომცემი და სწრაფადმზარდი მცენარეების სახეობები.

 

ძირითადი პირობები:
სესხის მოცულობა:

  • მინიმალური – 600,000 აშშ დოლარი; 
  • მაქსიმალური – 2,000,000 აშშ დოლარი.

 

პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე: *8080; (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს.