switch to english

CartuBank

CartuBank


თუ დაინტერესებული ხართ უძრავი ქონების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვით, ბანკი ქართუს ესქრო ანგარიშით თქვენ შეგიძლიათ, ეს გარიგება განახორციელოთ მაქსიმალურად უსაფრთხოდ და კომფორტულად.

 

მომსახურების პროცესი მარტივია:

  • „მყიდველი“ ბანკი ქართუში გახსნის ესქროანგარიშს, სადაც განათავსებს გარიგების თანხას;
  • გარიგების იურიდიულ მხარეს უზრუნველყოფს ბანკი;
  • ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ „გამყიდველი“ გარანტირებულია, რომ დაკისრებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მას თანხა სრულად გადაეცემა; 
  • ვალდებულების არ/ვერ შესრულების შემთხვევაში, „მყიდველი“ დაზღვეულია თანხის დაკარგვისგან.

ესქროანგარიშის უპირატესობები:

  • უსაფრთხო და ორმხრივად გარანტირებული სავაჭრო გარიგება;
  • მომსახურების დაბალი საკომისიო;
  • გადახდის მოსახერხებელი ვადა;
  • ვალუტის თავისუფალი არჩევანი.

ესქრო ანგარიშის მომსახურების პირობები:

  • მიზნობრიობა
    • უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა;
    • მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა;
    • საწარმოს წილების ყიდვა-გაყიდვა;
    • ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვა
  • ანგარიშის ვალუტა - ლარი
  • ანგარიშის ვადა - მაქს. 6 თვე
  • თანხა - შეუზღუდავი

 

მომსახურების ტარიფები 

 

გარიგების ვადა - 5 სამუშაო დღე - 6თვე

  • გარიგების თანხის 0.2% - 1%
  • მინ. 100 ლარი
  • მაქს. 25,000 ლარი

 

გარიგების ვადა  -  5 სამუშაო დღე და ნაკლები

    400,000 ლარის ჩათვლით         100 ლარი 

   

    400,001 ლარიდან

  • 0.05 %-5%
  • მინ. 200 ლარი
  • მაქს. 25,000 ლარი


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე: *8080; (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს.