switch to english

CartuBank

CartuBank


სს “ბანკი ქართუ” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. 

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 2009 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს 70-მდე წამყვან კომპანიას აერთიანებს. მისი მთავარი მისიაა ხელი შეუწყოს  ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ხელისუფლებასთან, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.

სს “ბანკი ქართუ” საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბიზნესსექტორის ზრდასა და განვითარებაში.

საკუთარი სლოგანის - „ძლიერი ბანკი ძლიერი საქართველოსთვის“ შესაბამისად, ბანკი აფინანსებს ქვეყნისთვის პრიორიტეტულ დარგებს.