switch to english

CartuBank

CartuBank


კამპანია ,,დარგე შენი ხე’’ წარმოადგენს ახლადდანერგილ პროექტს, რომლის მიზანია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აღდგენა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა დიდი ინტენსივობით მოიცვა მაღალი ეკოლოგიური ღირებულების წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით დაფარული 1 000 ჰექტარამდე ფართობის ტერიტორია და ტყის მასივი კატასტროფის საფრთხის წინაშე დადგა.

კამპანიის ამოცანაა ტერიტორიაზე დაირგას 750,000 ხე და გაიწიოს მათი მუდმივი მონიტორინგი.

 

სს ,,ბანკი ქართუ’’ მონაწილეობს წარმოდგენილ პროექტში, კერძოდ, მის სახელზე შეძენილ იქნა 1 000 ხე, რომელიც დაირგა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში და დაეხმარება ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენის პროცესს.

იხ. https://aghadgine.ge/ka/forest/business/118

 

ასევე, ნებისმიერ ორგანიზაციას/თითოეულ ადამიანს აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს ამ ეროვნულ და საშვილიშვილო საქმეში.

იხ. https://aghadgine.ge/ka

იხ. სერთიფიკატი