switch to english

CartuBank

CartuBank


სს „ბანკი ქართუს“ განცხადება მ.წ. 30 აგვისტოს გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით

2018 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, სს „ბანკი ქართუს“ საკრედიტო პორტფელი 0,8 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც სესხების 90% იურიდიულ პირებზე მოდის. საკრედიტო პორტფელის საშუალო შეწონილი შემოსავლიანობა წლიურ 9,6%-ს შეადგენს.

სს „ბანკი ქართუს“ დასაკუთრებული ქონების წმინდა საბალანსო ღირებულებამ 2018 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით 35,6 მლნ ლარი შეადგინა, მათ შორის 2 უმსხვილესი მსესხებელი ჯგუფის დასაკუთრებულ ქონებაზე მოდის 80%-ზე მეტი:

1)   თბილისი, ვეკუას ქუჩა #3, ე.წ. „პირიმზეს“ შენობა და თბილისში, მელიქიშვილის გამზირი #12, მიწის ნაკვეთი - 20,1 მლნ ლარი.

2)   თბილისი, სოფ. დიდი ლილო, ქარხანა „ინტერპლასტი“ - 8,9 მლნ ლარი.

წინა ხელისუფლების დროს, 2012 წელს აღნიშნული ქონების მესაკუთრე პირებმა მონაწილეობა მიიღეს სს „ბანკი ქართუს“ გაკოტრების მცდელობაში. მსესხებლებთან მოლაპარაკების გზით მოხდა ჩამოწერილი სესხების და ბანკისთვის ჩამორთმეულ ქონებებზე იპოთეკის უფლების აღდგენა. სესხის დაუფარავობის გამო, 2016-17 წლებში ბანკმა დაისაკუთრა აღნიშნული ქონებები. ამჟამად მიმდინარეობს ამ აქტივების რეალიზაციის პროცესი.