ბანკი ქართუ, როგორც სააქციო საზოგადოება, 1996 წელს დაარსდა. იგი უკვე ოცდახუთი წელია სტაბილურად ვითარდება, წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საბანკო სივრცეში და ამ სფეროში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
ბანკი ქართუ დაარსების დღიდან ორიენტირებულია ბიზნეს სეგმენტზე და პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკის განვითრებაში.
საქართველოს საბანკო სივრცეში ბანკი ქართუ იყო პირველი ბანკი, რომელიც VISA და MasterCard-ის საგადამხდელო სისტემების სრულუფლებიანი წევრი გახდა და ელექტრონული კომერციის დარგში აღნიშნული სისტემების მომსახურების ლიცენზია მიენიჭა.
ბანკი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რასაც ადასტურებს 2015 წელს მინიჭებული „Fitch“-ის რეიტინგი, IDR-ის (Issuer default Rating) რეიტინგი „B+ სტაბილური პერსპექტივა“.
ბანკი ქართუ კლიენტისათვის სტრატეგიულ პარტნიორია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბიზნესშესაძლებლობების ხორცშესხმის პროცესში. ბანკის პრიორიტეტია ქვეყნისათვის სტრატეგიული დარგების განვითარების ხელშეწყობა.
მომხმარებლის მზარდ მოთხოვენებზე ორიენტირებული მენეჯმენტი, მაღალკვალიფიციური და მოტივირებული კადრებით დაკომპლექტებული გუნდი აქტიურად მუშაობს ბანკის მომავალი წარმატებისა და განვითარებისათვის.