switch to english

CartuBank

CartuBank


წლების მანძილზე ბანკი ქართუ ორიენტირებულია კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნესსეგმენტზე. არსებული თანამედროვე და ინოვაციური საბანკო პროდუქტები მორგებულია ბიზნესსა და ცვალებად გარემოზე. ჩვენ, საქართველოში უკვე 10,100-ზე მეტ კორპორატიულ კლიენტს ვემსახურებით.

ჩვენი ბანკის ერთ-ერთი უპირატესობა თითოეული მომხმარებლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა და მათთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაა. ბანკი მიზნად ისახავს თქვენთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებას, რომელიც ნამდვილ, ორმხრივ პარტნიორობას ეფუძნება.

ბანკი ქართუს გამჭვირვალე, სანდო, მომხმარებელზე მორგებული და გამარტივებული საბანკო სერვისები თქვენი ბიზნესის განვითარების საშუალებას გაძლევთ. არაერთი მსხვილი კომპანია სარგებლობს ჩვენი პროდუქტებით, რაც მათ ფინანსური რესურსის უსაფრთხოდ და საიმედოდ განთავსების გარანტიას აძლევს.

ჩვენი მაღალკვალიფიციური თანამშრომლები მზად არიან, თითოეულ კლიენტს გაუწიონ კვალიფიციური და სრულფასოვანი მომსახურება.