მისია
ჩვენი მისიაა, უმაღლესი ხარისხის ექსკლუზიური საფინანსო მომსახურების გზით, განსაკუთრებული წვლილი შევიტანოთ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი დარგების განვითარებაში.
ჩვენი ბანკის ძირითადი ფასეულობები:
- მაღალი ხარისხის მომსახურება და თითოეული კლიენტისადმი ლოიალური დამოკიდებულება;
- საბანკო პროდუქტების სრულყოფილი და მრავალფეროვანი პაკეტი;
- მომხმარებელზე მორგებული თანამედროვე და ინოვაციური ფინანსური გადაწყვეტილებები;
- პროფესიონალი კადრები.
ჩვენი ხედვა
ბანკი ქართუ გახდება გამორჩეული საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც:
- შექმნის კორპორატიული კლიენტების ექსკლუზიური მომსახურების სტანდარტს;
- აქტივების მოცულობით სტაბილურ ადგილს დაიკავებს საბანკო სისტემის ლიდერთა შორის;
- დაკომპლექტდება მაღალკვალიფიციური და მოტივირებული კადრებით;
- განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და ბიზნესის განვითარებაში;
- სტაბილურად გაზრდის საკუთარ ღირებულებას როგორც აქციონერთა, ასევე კლიენტებისათვის, რაც დადებითად იმოქმედებს, ზოგადად, ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაზე.