switch to english

CartuBank

CartuBank


2021   სარეიტინგო კომპანია S&P Global Rating-ის ჩატარებული კვლევის შედეგად ბანკს მიენიჭა გრძელვადიანი და მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგი - B, სტაბილური პერსპექტივა  "ქვეყნის ზედა ზღვარი" - BB
     
2021   ბანკი ჩაერთო "აწარმოე საქათველოში" პროექტის 2 ახალ მიმართულებაში - "ბიზნეს უნივერსალი" და "სუბსიდირებული იპოთეკური სესხის" პროგრამა
     
2020   ძალაში შევიდა სახელმწიფო პროგრამა „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი“
     
2020   სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბანკი ჩაერთო ახალ პროექტში - საკრედიტო საგარანტიო სქემა
     
2020   სს "ტერა ბანკთან" დაიდო ხელშეკრულება ელ-კომერციის მომსახურების თაობაზე
     
2020   ბანკი გახდა საერთაშორისო საგადახდო სისტემა UnionPay-ის ძირითადი წევრი - ბარათების გამოშვებისა და მომსახურების უფლებით 
     
2020   ბელარუსის რეზიდენტ ბანკში - Belarus Bank განხორციელდა ნოსტრო საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა აშშ დოლარში, ევროსა და ბელარუსულ რუბლში
     
2020   ბანკი კლიენტებს სთავაზობს ბლუმბერგის BMatch და RFQ პლატფორმებზე განაცხადების პირდაპირ გაკეთებას და სავალუტო ბაზარზე ვაჭრობას. კლიენტს შეუძლია ბანკს მისცეს დავალება, რომ მისი სავალუტო გარიგების პირობები განათავსოს ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში (BMatch ან/და RFQ პლატფორმებზე)
     
2020   ბანკი გახდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის მონაწილე. ბანკი, როგორც საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის პირველადი დილერი, კლიენტებს სთავაზობს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე ვაჭრობის, შენახვისა და აღრიცხვის მომსახურებას
     
2019   ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციების, კერძოდ, ACAMS-ის და ATTF Luxemburg-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში
     
2019   დაინერგა XBRL და აღრიცხვისა და ანგარიშგების ახალი სტანდარტი
     
2019   ბანკმა  გამოუშვა ახალი პროდუქტები - საპროცენტო და დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატები ლარში, აშშ დოლარსა და ევროში. 
     
2019   ბანკი ქართუმ დაიწყო აქტივობა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, შეიძინა 2 კომპანიის ობლიგაციები 5 მილიონი აშშ დოლარისა და 3 მილიონი ლარის ოდენობით
     
2019    ცნობილმა სარეიტინგო სააგენტომ Standard & Poor’s-მა დაადასტურა სს „ბანკი ქართუ“-ს მოქმედი საერთაშორისო რეიტინგი (B), სტაბილური განვითარების პერსპექტივით
     
2018   ბანკი აღიჭურვა უჩვეულო და საეჭვო პირების მაკონტროლებელი დამატებითი საინფორმაციო-საძიებო ბაზების პროვაიდერი კომპანიის - DOW JONES-ის საინფორმაციო უზრუნველყოფით.
     
2018   წარმატებით დაინერგა ფინანსური ინსტრუმენტების გაუფასურების მეთოდოლოგია IFRS 9-ის მიხედვით
     
2018   დასრულდა სათადარიგო სასერვეროს აწყობის პროექტი. აღნიშნული შესაძლებლობას იძლევა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბანკი სრულიად დამოუკიდებლად მოემსახუროს VISA-ს და Mastercard-ის სისტემის ბარათების მფლობელებს, ბანკომატებს და POS ტერნიმალებს, ასევე ელ-კომერციის მერჩანტებს
     
2018   დაიწყო უკონტაქტო ბარათების გამოშვება, წლის ბოლოს კი ბანკის საბარათე ბიზნესი მთლიანად გადავიდა უკონტაქტო პროდუქტების გამოშვებაზე - ვიზას უკონტაქტო ბარათების შემდეგ დაიწყო მასტერქარდის უკონტაქტო ბარათების გამოშვება
     
2018   დაინერგა ორი პრემიალური საბარათე პროდუქტი - Visa Infinite და Mastercard World Elite 
     
2018   ,,ბანკ ქართუს“ სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის მიერ მიენიჭა IDR-ის (Issuer Default Rating) რეიტინგი „B სტაბილური პერსპექტივა“, ხოლო საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ,,S&P Global Rating’’ - ის მოქმედი რეიტინგი იყო ,,B სტაბილური განვითარება’’
     
2017   დეკემბერში ბანკმა გამოუშვა Visa და MasterCard უკონტაქტო ბარათები განახლებული დიზაინით
     
2017   სექტემბერში გააქტიურდა ბანკი ქართუს მობაილ ბანკის აპლიკაცია და მობაილ დიჯიპასი
     
2017   ოქტომბერში სასტუმროში - „Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection Hotel“ ამოქმედდა სს ,,ბანკი ქართუს’’ ბათუმის სერვისცენტრის 24 საათიანი შეკვეთილის განყოფილება
     
2017   3 აგვისტოს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P Global Rating“-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, სს „ბანკ ქართუს“ მიენიჭა ემიტენტის საკრედიტო რეიტინგი (Issuer Credit Rating) „B/B სტაბილური განვითარება“
     
2017   ივნისში ბანკი ქართუმ მონაწილეობა მიიღო კამპანიაში ,,დარგე შენი ხე’’, რომლის ფარგლებშიც დაირგა 1000 ძირი ხე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნახანძრალი ტერიტორიის აღსადგენად
     
2017   ივნისის თვეში გაიხსნა ბანკი ქართუს ტრენინგ ცენტრი, სადაც ბანკის თანამშრომლებისთვის ტარდება სხვადასხვა სახის ტრენინგი
     
2017   მაისში გააქტიურდა cartubank.ge-ს დომენის ქართულენოვანი ანალოგი - ბანკიქართუ.გე. რომლის მეშვეობითაც უკვე მშობლიურ ენაზეა შესაძლებელი ბანკის ვებგვერდთან წვდომა
     
2017   1 მაისიდან დაინერგა ფიფქიანი ნომერი - *8080, რომლის საშუალებითაც უფრო სწრაფად და მარტივად გახდა შესაძლებელი ბანკთან დაკავშირება მობილური ტელეფონით
     
2017   აპრილში ბანკი ქართუ გაწევრიანდა ,,საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში’’
     
2017  

ბანკი ქართუ 20 წლისაა! იხ.  “საიუბილეო კატალოგი 20/100“

     
2016   ბანკი ქართუს სწრაფი ფულად გზავნილებს კიდევ ერთი სისტემა შეემატა - CONTACT.
     
2015   ბანკი ქართუს სწრაფი ფულად გზავნილების სიტემას შეემტა ახალი გავნილი "ზოლოტაია კორონა".
     
2015   საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის მიერ ჩატარებული საფუძვლიანი კლევის შედეგად, 2015 წლის 30 სექტემბერს კომპანია „Fitch“-მა ბანკი ქართუს მიანიჭა IDR-ის (Issuer default Rating) რეიტინგი „B+ სტაბილური პერსპექტივა“.
     
2015   ბანკი ქართუმ სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართვისა და კომპანიების მხარდაჭერისთვის ბიზნესგაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოსგან მიიღო მადლობის სიგელი.
     
2015   ბანკი ქართუმ კორპორაციულ კლიენტებს მოკლევადიანი ფულადი საჭიროებების დასაფინანსებლად შესთავაზა VISA/MasterCard საკრედიტო ბიზნესბარათები. 
     
2014   ბანკი ქართუ მონაწილეობს სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროექტებში – „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „აწარმოე საქართველოში“. 
     
2014   ბანკი ქართუმ MasterCard ბარათებისთვის დანერგა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი – MasterCard Secure Code.
     
2013   ბანკი ქართუს მთაწმინდის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალები გადაკეთდა შესაბამის სერვისცენტრებად.
     
2013   შეიცვალა ბანკის სტრუქტურა.
     
2011   ბანკი ქართუმ ამიერკავკასიაში პირველმა და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთმა პირველთაგანმა დანერგა ინტერნეტტრანზაქციების უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი Visa ბარათებისთვის – ვიზას უსაფრთხოების სერვისი – Verified by Visa.
     
2011   გაიხსნა ბანკი ქართუს ისნის სერვისეცნტრი.
     
2009   გაიხსნა ბანკი ქართუს თელავის სერვისცენტრი.
     
2008   გაიხსნა ბანკი ქართუს საბურთალოს და გორის სერვისცენტრები.
     
2007   ბანკი ქართუმ, ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, American Express Bank-თან მიაღწია შეთანხმებას 1 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზის გამოყოფის შესახებ. 
     
2007    საერთაშორისო განვითარების ასოციაციამ (IDA) და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდმა (IFAD), საქართველოში მსოფლიო ბანკის (World Bank) ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გააფორმეს ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სს "ბანკი ქართუ"-ს სასოფლო-სამეურნეო პროექტების დასაფინანსებლად დაუმტკიცდა 2,5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი.
     
2007   ბანკი ქართუმ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან (BSTDB) მიაღწია შეთანხმებას 2008 წლის იანვრიდან 5 მლნ აშშ დოლარის მოკლევადიანი, განახლებადი საკრედიტო ხაზის გამოყოფის შესახებ. შეთანხმების ფარგლებში, 2007 წელს სავაჭრო ოპერაციების დასაფინანსებლად ხელი მოეწერა ხელშეკრულებას 1,5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზის გამოყოფის შესახებ.
     
2006   გაიხსნა ბანკი ქართუს ვაკის სერვისცენტრი.
     
2006   ბანკი ქართუმ ევროპის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ვაჭრობის დაფინანსების ხელშეწყობის საგარანტიო ხაზის გამოყოფის შესახებ.
     
2006   ბანკი ქართუ სწრაფ ფულად გზავნილებს ახორციელებს Money Express-ის, Anelik-ის და Unistream-სისტემების საშუალებით.
     
2006   ბანკი ქართუმ დანერგა მოკლე ტექსტური შეტყობინებებით (SMS) ინფორმაციის გავრცელების მომსახურება.
     
2006   ბანკი ქართუმ MasterCard-გან მიიღო ელექტრონული კომერციის ლიცენზია.
     
2005   ბანკი ქართუმ VISA International-გან მიიღო ელექტრონული კომერციის ლიცენზია.
     
2005   ბანკი ქართუმ დანერგა დისტანციური მომსახურების სერვისი – ინტერნეტბანკი.
     
2004   გაიხსნა ბანკი ქართუს ბათუმის ფილიალი.
     
2004   ბანკი ქართუმ, პარტნიორ ბანკებთან ერთად, რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, მოლდოვის   რესპუბლიკა, ბელორუსი) ახალი საბანკო პროდუქტი – ფულადი გზავნილების სისტემა „Быстрая Почта“ დანერგა.
     
2004   სერტიფიცირების შემდეგ ბანკი ქართუს საქართველოს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში MasterCard-ის პლასტიკური ბარათების მომსახურების უფლება მიენიჭა. ამჟამად ბანკი ქართუ ადგილობრივ ბაზარზე ერთადერთი ბანკია, რომელიც VISA-ის, MasterCard-ის, American Express-ის დაDiners Club-ის საერთაშორისო პლასტიკურ ბარათებს ემსახურება.
     
2003   ბანკი ქართუმ დაიწყო MasterCard ბარათების გამოშვება.
     
2003   საგამომცემლო სახლ Georgian Times-ის მიერ ორგანიზებულ, ყოველწლიური ბიზნესრეიტინგის საზეიმო ცერემონიალზე ბანკი ქართუმ გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის         საუკეთესო კომპანია/ბიზნესი“, ასევე, დაჯილდოვდა პრიზით ნომინაციაში „სტაბილური პროგრესი და დინამიკურობა“.
     
2003   ბანკი ქართუმ მოიპოვა American Express და Diners Club ბარათების მომსახურების უფლება.
     
2002   საგამომცემლო სახლმა Georgian Times ტრადიციულ ბიზნესრეიტინგში ბანკი ქართუ და მისი ხელმძღვანელი საქართველოს ოცდაერთ საუკეთესო კერძო კომპანიათა შორის   დაასახელა. 
     
2002   ბანკი ქართუ გახდა MasterCard-International საგადამხდელო სისტემის ძირითადი წევრი.
     
2001   ბანკი ქართუს მიენიჭა VISA-ის საერთაშორისო საბარათო სისტემის ძირითადი წევრის სტატუსი.
     
2001   ბანკი ქართუმ შეისყიდა სს კბ „აბსოლუტი“-ს აქტივ-პასივების ნაწილი, გახდა საბარათო ბიზნესის სრული პაკეტისა და საპროცესინგო ცენტრის მფლობელი.
     
2001   გაიხსნა ბანკი ქართუს მთაწმინიდსა და ქუთაისის ფილიალები.
     
2000   ბანკი ქართუმ დაიწყო ფიზიკური პირებისათვის სწრაფი ფულადი გზავნილების განხორციელება ფულადი გზავნილების სისტემა Western Union-ისა და Импексбанк-ი საშუალებით.
     
1998   ბანკი ქართუმ მიიღო საქართველოს ფასიანი ქაღალდების გამოშვების ლიცენზია.
     
1998   სს კბ „როსიისკი კრედიტი-ქართუ“-ს ეწოდა სს „ბანკი ქართუ“.
     
1997   სს კბ „როსიისკი კრედიტი-ქართუ“ გაწევრიანდა SWIFT-ის საერთაშორისო სისტემაში.
     
1997   სს კბ „როსიისკი კრედიტი-ქართუ“-მ მიიღო საბანკო ლიცენზია.
     
1996   დაფუძნდა სს კომერციული ბანკი „როსიისკი კრედიტი-ქართუ“.