switch to english

CartuBank

CartuBank


თუ დაინტერესებული ხართ უძრავი ქონების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვით, ბანკი ქართუს ესქრო ანგარიშით თქვენ შეგიძლიათ, ეს გარიგება განახორციელოთ მაქსიმალურად უსაფრთხოდ და კომფორტულად.

მომსახურების პროცესი მარტივია:

  • „მყიდველი“ ბანკი ქართუში გახსნის ესქრო ანგარიშს, სადაც განათავსებს გარიგების თანხას;
  • გარიგების იურიდიულ მხარეს უზრუნველყოფს ბანკი;
  • ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ „გამყიდველი“ გარანტირებულია, რომ დაკისრებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მას თანხა სრულად გადაეცემა; 
  • ვალდებულების არ/ვერ შესრულების შემთხვევაში, „მყიდველი“ დაზღვეულია თანხის დაკარგვისგან.

ესქროანგარიშის უპირატესობები:

  • უსაფრთხო და ორმხრივად გარანტირებული სავაჭრო გარიგება;
  • მომსახურების დაბალი საკომისიო;
  • გადახდის მოსახერხებელი ვადა;

ესქრო ანგარიშის მომსახურების პირობები:

  • მიზნობრიობა
    • უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა
    • მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა
    • საწარმოს წილების ყიდვა-გაყიდვა
    • ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვა
  • ანგარიშის ვალუტა - ლარი
  • ანგარიშის ვადა - მაქს. - 6 თვე
  • თანხა - შეუზღუდავი

 

მომსახურების ტარიფები 

 

გარიგების ვადა - 5 სამუშაო დღიდან - 6 თვემდე

  • გარიგების თანხის 0.2% - 1%
  • მინ. 100 ლარი
  • მაქს - 25,000 ლარი

 

 გარიგების ვადა - 5 სამუშაო დღე ან ნაკლები

           400,000 ლარის ჩათვლით

       100 ლარი

         

           400,001 ლარიდან 

  • გარიგების თანხის 0.05%-5%
  • მინ. 200 ლარი
  • მაქს. 25,000 ლარი


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე: *8080; (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს.