ბანკი ქართუ და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ფერმერებსა და მეწარმეებს, გთავაზობთ, განავითაროთ თქვენი მეურნეობები და საწარმოები შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დახმარებით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში (http://rda.gov.ge/projects/read/agro_credit/5:parent) თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი მიზნობრივი დაფინანსება:
სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების საბრუნავი საშუალებების დაფინანსება:
1.1. მემცენარეობის დარგში:
- ერთწლიანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის მიმდინარე ხარჯები;
- პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების მიმდინარე ხარჯები;
- შრომითი რესურსების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის
- სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯები;
- სათბურების კლიმატის შემქმნელი ენერგომატარებლების მიმდინარე ხარჯები
- სასოფლო-სამეურნეო მიწების დაქირავება, მათი ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების საწარმოებლად გამოყენების მიზნით.
სესხის მაქსიმალური ვადა – 18 თვე, ფინანსდება სესხის მოქმედების ვადაში არსებული პერიოდის ხარჯები.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული http://rda.gov.ge/projects/read/agro_credit/7:child
1.2. მეცხოველეობის დარგში:
- არასანაშენე და მოზარდი პირუტყვის, ფრინველის, თევზის შეძენა;
- ფუტკრის ოჯახის და სკების შეძენა;
- პირუტყვის, ფრინველის, თევზის საკვების (მათ შორის, ორგანული საკვების) მიმდინარე ხარჯები;
- ვეტპრეპარატების (მათ შორის, ორგანული) მიმდინარე ხარჯები;
- შრომითი რესურსების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის;
- სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებებისთვის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯები;
- სამეურნეო შენობების კლიმატის შემქმნელი ენერგომატარებლების მიმდინარე ხარჯები;
- საძოვრების, სათიბებისა და მეცხოველეობის ფერმის შენობების დაქირავება სესხის მოქმედების ვადაში არსებული პერიოდით.
სესხის მაქსიმალური ვადა – 18 თვე, ფინანსდება სესხის მოქმედების ვადაში არსებული პერიოდის ხარჯები.
სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების ძირითადი საშუალებების დაფინანსება:
- სანაშენე და პროდუქტიული პირუტყვის, ფრინველის და თევზის შეძენა;
- სათბურების, თევზის ავზების და ტბორების აშენება და მოწყობა;
- სარწყავი სისტემების მოწყობა, შეძენა;
- სათბურების და სამეურნეო შენობების კლიმატის შემქმნელი ტექნიკის და აპარატურის შეძენა, მონტაჟი
- სათბურების, ავზების, ტბორების და სამეურნეო შენობების მიერთება წყლის, დენის, ბუნებრივი აირის და კანალიზაციის ქსელებთან;
- მრავალწლიანი ნარგავების საყრდენი სისტემების (მავთული, ბოძები) რემონტი;
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის ღობის მოწყობა (ბოძები, მავთული, ეკალ-მავთული, მავთულის ბადე, ელექტრო ღობე);
- მემცენარეობისა და მეცხოველეობისთვის სხვადასხვა სახის ინვენტარის შეძენა;
- სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, შენობების და სათბურების რემონტი.
სესხის მაქსიმალური ვადა - 36 თვე, ფინანსდება სესხის მოქმედების ვადაში არსებული პერიოდის ხარჯები.
პროგრამის ძირითადი პირობები
კრედიტის თანხა |
40,000 - 100,000 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში) |
ვალუტა |
ლარი |
ინსტრუმენტი |
სესხი |
საშეღავათო პერიოდი |
|
სესხის ძირითად თანხაზე |
არაუმეტეს 12 თვე |
სესხის პროცენტზე |
არაუმეტეს 6 თვე |
პროგრამის ფარგლებში თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ:
- სწრაფად გააფართოვოთ თქვენი მეურნეობა;
- მიიღოთ საკრედიტო რესურსი დაბალი საპროცენტო განაკვეთით;
- მიიღოთ სესხის თქვენი ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებული გრაფიკი.
პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხ. ბმული: http://rda.gov.ge/projects/read/agro_credit/8:child
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე: *8080; (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს.