switch to english

CartuBank

CartuBank


სახელმწიფო პროგრამა - „აწარმოე საქართველოშიხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით.  

პროგრამას აქვს შემდეგი მიმართულებები:

1. ბიზნეს უნივერსალი - პროგრამის მიზანია ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც მეწარმე სუბიექტს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ორი მექანიზმით ერთდროულად, კერძოდ, სესხის თანადაფინანსების და სესხის უზრუნველყოფის კომპონენტებით.

პროგრამის მიმართულებებია:

  • თანადაფინანსების მიმართულება:
  • კომერციული ბანკის მიერ გაცემულ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება (სესხის კომპონენტი)
  • საერთაშორისო ბრენდის გადასახადის თანადაფინანსების კომპონენტი.
    • საგარანტიო მიმართულება - კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის გარანტირება
    • საგრანტო მიმართულება - გრანტის გაცემა ბენეფიციარზე
    • უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის მიმართულება.

პროგრამის ინდუსტრიები:

  • ინდუსტრიული
  • სასტუმრო ინდუსტრია/ბალნეოლოგიური კურორტები
  • ტურისტული სერვისები
  • აგრო ტურისტული ინდუსტრია
  • ეკო ტურისტულლი ინდუსტრია

დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ბმული.

 

2.  სასტუმრო ინდუსტრიის ნაწილი -  პროგრამის მიზანია ქვეყნის ტურიზმის და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სერვისების განვითარება და ფინანსური ხელშეწყობა რეგიონებში (თბილისისა და ბათუმის გარდა).

სასტუმრო ინდუსტრიის ნაწილი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • სასტუმრო/ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრია
  • ეკო და აგრო ტურისტული ობიექტები
  • ტურისტული სერვისების ინდუსტრია

დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ბმული

 

3. საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი - პროექტის მიზანია გაზარდოს დაფინანსების ხელმისაწვდომობა იმ არსებული ბიზნესებისა თუ სტარტაპებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა.

დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ბმული.

 

4.  სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - პროგრამა გულისხმობს იპოთეკურ კრედიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას 5 წლის მანძილზე. სესხის მიზანი შეიძლება იყოს ბინის/სახლის შეძენა (დეველოპერისგან/კერძო პირისგან) ან სახლის აშენება.

დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ბმული.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე: *8080; (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს.