მობაილ ბანკი არის აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ მობილური ტელეფონით მართოთ თქვენი ფინანსები, განახორციელოთ სასურველი საბანკო ოპერაციები 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Play Store-ისა და AppStore-ის საძიებო სისტემებში დასახელებით: cartu bank mobile app.
მობაილ ბანკი საჩუქრად გადაეცემა სრული ინტერნეტ ბანკის მომხმარებლებს.
მობაილ ბანკის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტ ბანკის მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში.
ძირითადი ფუქციები:
- ანგარიშზე არსებული ნაშთების კონტროლი;
- ანაბრების მონიტორინგი;
- სესხების მონიტორინგი;
- თანხის გადარიცხვა ნებისმიერი მიმართულებით;
- ოფიციალური და ბანკის კომერციული გაცვლითი კურსების ნახვა;
- კონვერტაცია საკუთარ ანგარიშებზე;
- კომუნალური გადასახადების გადახდა;
- მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება პირადი ანგარიშიდან;
- ბანკის უახლოესი სერვისცენტრებისა და ბანკომატების მოძიება;
- ბანკთან კომუნიკაცია.
უსაფრთხოების წესები:
- მუშაობის დასრულების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „გამოსვლა“;
- თუ მობილურ ტელეფონზე არ გიყენიათ კოდი, მოერიდეთ აპარატის მესამე პირზე გადაცემას;
- არ გადასცეთ თქვენი მომხმარებლის სახელი, პაროლი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია მესამე პირს. ასევე, არ შეინახოთ ეს ინფორმაცია მობილურ ტელეფონში;
- არ გასცეთ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით;
- არ დააყენოთ ე.წ. “jailbreak” აპარატზე, სადაც დაინსტალირებულია მობილური ბანკის აპლიკაცია;
- არ უპასუხოთ საეჭვო ხასიათის ხმოვან და ტექსტურ შეტყობინებებს, ელ. ფოსტას.