switch to english

CartuBank

CartuBank


ბანკი, როგორც საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების* ბაზრის პირველადი დილერი, კლიენტებს სთავაზობს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე ვაჭრობის, შენახვისა და აღრიცხვის მომსახურებას. კლიენტს აქვს შესაძლებლობა ბანკის მომსახურება გამოიყენოს და განაცხადის განთავსებით, მოითხოვოს პირველად ბაზარზე აუქციონში მონაწილეობა. ასევე, შეუძლია ბანკის მიერ, საკუთარ ვებ-გვერდზე, განთავსებული ფასიანი ქაღალდების შეძენა მეორად ბაზარზე; შეძენილი ან უკვე მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა/შენახვის მომსახურების მოთხოვნა ან მათი მეორად ბაზარზე გაყიდვა.

 

პირველად ბაზარზე აუქციონში მონაწილეობის წესები

კლიენტს შეუძლია ბანკს მისცეს დავალება, რომ მისი სახელით ბანკმა მონაწილეობა მიიღოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში, შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით**.

აუქციონების გამართვის თარიღების, მოცულობებისა და ვადიანობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, შემდეგ მისამართზე: https://mof.ge/5265.

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის მომსახურებით სარგებლობისთვის კლიენტი ვალდებულია ბანკში იქონიოს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი მიმდინარე ანგარიში და ხელი მიუწვდებოდეს წინასწარ შეთანხმებულ კომუნიკაციის საშუალებებზე, მათ შორის საკომუნიკაციოდ განსაზღვრულ სავალდებულო არხ, ინტერნეტ ბანკზე.

კლიენტმა ბანკს უნდა წარუდგინოს განაცხადი წინასწარ განსაზღვრული ფორმით, აუქციონის ჩატარების დღის წინა სამუშაო დღეს, საღამოს 18:00 საათამდე.

კლიენტს აქვს შესაძლებლობა აუქციონზე გააკეთოს კონკურენტული*** ან არაკონკურენტული**** განაცხადი. ერთი კონკურენტული განაცხადის შემთხვევაში მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 ერთეულს და კლიენტს აქვს შესაძლებლობა თავად მიუთითოს სასურველი შემოსავლიანობის განაკვეთი (Yield).

არაკონკურენტული განაცხადის შემთხვევაში, მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 20 ერთეულს და მისი შემოსავლიანობის განაკვეთი განისაზღვრება აუქციონზე დაფიქსირებული შემოსავლიანობის განაკვეთების საშუალოთი.

აუქციონის გამართვამდე 1 საათით ადრე კლიენტის შესაბამის მიმდინარე ანგარიშზე უნდა იყოს შესყიდვის ფასის შესაბამისი თანხა და ოპერაციის აღსრულებასთან დაკავშირებული შესაძლო საკომისიო, რომელიც დაიჯავშნება ბანკის მიერ ოპერაციის შესრულებისთვის განსაზღვრული უზრუნველყოფის სახით.

განაცხადის განთავსების წესები, დეტალური პირობები და განაცხადის შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ვაჭრობის მომსახურების წესები და პირობები

განაცხადის ფორმა

 

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა ბანკთან, როგორც საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის პირველად დილერთან

 

კლიენტს შეუძლია ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული ფასიანი ქაღალდები შეიძინოს ან გაასხვისოს მეორად ბაზარზე.

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის მომსახურებით სარგებლობისთვის კლიენტი ვალდებულია ბანკში იქონიოს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი მიმდინარე ანგარიში და ხელი მიუწვდებოდეს წინასწარ შეთანხმებულ კომუნიკაციის საშუალებებზე, მათ შორის საკომუნიკაციოდ განსაზღვრულ სავალდებულო არხ, ინტერნეტ ბანკზე.

კლიენტმა ბანკს უნდა წარუდგინოს განაცხადი წინასწარ განსაზღვრული ფორმით, არაუგვიანეს ბანკის საოპერაციო დღის 17:00 საათისა.

განაცხადის წარდგენის დროს, კლიენტის შესაბამის მიმდინარე ანგარიშზე უნდა იყოს შესყიდვის ფასის შესაბამისი თანხა, ან გასხვისების შემთხვევაში, კლიენტი ბანკში უნდა ფლობდეს შესაბამის ფასიან ქაღალდს.

განაცხადის განთავსების წესები, დეტალური პირობები და განაცხადის შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ვაჭრობის მომსახურების წესები და პირობები

განაცხადის ფორმა

 

მეორად ბაზარზე ვაჭრობის მომსახურების წესები

კლიენტს, შეუძლია ბანკს მისცეს დავალება, რომ სასურველი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის შეძენა ან გასხვისება მოახდინოს მეორად ბაზარზე, მისი სახელით.

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის მომსახურებით სარგებლობისთვის კლიენტი ვალდებულია ბანკში იქონიოს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი მიმდინარე ანგარიში და ხელი მიუწვდებოდეს წინასწარ შეთანხმებულ კომუნიკაციის საშუალებებზე, მათ შორის საკომუნიკაციოდ განსაზღვრულ სავალდებულო არხ, ინტერნეტ ბანკზე.

კლიენტმა ბანკს უნდა წარუდგინოს განაცხადი წინასწარ განსაზღვრული ფორმით, არაუგვიანეს ბანკის საოპერაციო დღის 17:00 საათისა.

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენის განაცხადის წარდგენის დროს, კლიენტის შესაბამის მიმდინარე ანგარიშზე უნდა იყოს შესყიდვის მაქსიმალური ფასის შესაბამისი თანხა და ოპერაციის აღსრულებასთან დაკავშირებული შესაძლო საკომისიო, რომელიც დაიჯავშნება ბანკის მიერ ოპერაციის შესრულებისთვის განსაზღვრული უზრუნველყოფის სახით.

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გასხვისების განაცხადის წარდგენის დროს, კლიენტის ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე უნდა იყოს, განაცხადში მითითებული გასასხვისებელი სახელმწიფოს ფასიანი ქაღალდი შესაბამისი რაოდენობით. ამასთანავე, მიმდინარე ანგარიშზე უნდა იყოს ოპერაციის აღსრულებასთან დაკავშირებული შესაძლო საკომისიო.

განაცხადის განთავსების წესები, დეტალური პირობები და განაცხადის შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ვაჭრობის მომსახურების წესები და პირობები

განაცხადის ფორმა

 

 

 

* სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახაზინო ვალდებულებები და სახაზინო ობლიგაციები;

* სახაზინო ვალდებულება - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი, ვადით 1 წლამდე;

* სახაზინო ობლიგაცია - ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული საშუალოვადიანი კუპონური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები;

** საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულება - https://matsne.gov.ge/ka/document/view/1135100?publication=0

***კონკურენტული განაცხადი – განაცხადი, რომელიც მონაწილეობს აუქციონში და გამარჯვების შემთხვევაში კმაყოფილდება განაცხადში მითითებული ფასით;

****არაკონკურენტული განაცხადი – განაცხადი, რომელიც არ მონაწილეობს აუქციონში და კმაყოფილდება აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით;