switch to english

CartuBank

CartuBank


 

ხელშეკრულება

APPLE PAY-ის მომსახურების ძირითადი პირობები

 

ქ. თბილისი                                                                                                                                                         ---  -----  2022 წელი

 

სს  „ბანკი ქართუ“, (შემდგომში – ბანკი),  წარმოდგენილი  დირექტორის  ------------- (პ.ნ.----------)  სახით, მოქმედი სერვისცენტრის დებულების და მინდობილობის საფუძველზე,  ერთი მხრივ და --------- (პ.ნ. ----------, შემდგომში „კლიენტი“),მეორე მხრივ, ორივე ერთად კი, “მხარეებად” წოდებულნი, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

 1.ტერმინთა განმარტება

•  Apple – აშშ-ში რეგისტრირებული იურიდიული პირი - კომპანია Apple, Apple Inc, მისამართია: 1 Infinite Loop, Cupertino, California 95014 USA;

•  Apple მოწყობილობა – Apple-ის მიერ ან მასთან აფილირებული საწრამოების მიერ წარმოებული მოწყობილობა: iPad, iPhone ან სხვა მოწყობილობა, რომლის გამოყენებაც დაშვებულია ბანკის მიერ და რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია Apple Pay-თი ანგარიშსწორების განსახორციელებლად;

•  Apple Pay/სისტემა – მობილური/ციფრული გადახდის სისტემა/სერვისი შექმნილი Apple-ის მიერ რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს განახორციელონ გადახდა Apple მოწყობილობაში რეგისტრირებული ბარათების გამოყენებით;

•  აუთენტიფიკაციის მონაცემები – კლიენტის პაროლი Apple Pay-ში ავტორიზაციის მიზნით (მათ შორის კლიენტის ბიომეტრული მონაცემები (თითის ანაბეჭდით (Touch ID), სახის გამოსახულებით) ან Apple Pay-ის მიერ მოწოდებული სხვა ახალი ტექნოლოგია, რომელიც დაყენებულია Apple Pay-ის გაწერილი წესების შესაბამისად, პინ-კოდი, და ასევე სხვა მონაცემები, რომლებიც გამოყენება სისტემაში შესასვლელად. აუთენტიფიკაციის მონაცემები არის კლიენტის პირადი ხელმოწერის ანალოგი;

•  ანგარიშსწორების მომსახურება – Apple Pay-ის მომსახურებ(ებ)ი, რომლებიც გაწერილია მის წესებსა და პირობებში, და რომელიც მოიაზრებს ციფრული ბარათების გამოყენებით საქონლისა და მომსახურების საფასურის გადახდას;

•  ბარათი – ხელშეკრულების შესაბამისად, ბანკის მიერ კლიენტის სახელზე ემიტირებული “ვიზა/Visa“ საბანკო პლასტიკური ბარათი;

•  ვირტუალური გამოსახულება – ციფრული ბარათის ელექტრონული გამოსახულება;

•  თითის ანაბეჭდით შესვლა (Touch ID) – თითის ანაბეჭდის ამოცნობის ფუნქცია Apple Pay-ში მოქმედებების, მათ შორის, ანგარიშსწორების ოპერაციების, დადასტურების მიზნით. ეს ფუნქცია შეიძლება გააქტიურდეს, შეიცვალოს ან გამოირთოს Apple მოწყობილობაზე წვდომის მოსაპოვებელი კოდის გამოყენებით;

•  სახის გამოსახულებით შესვლა (Face ID)  - სახის ამოცნობის ფუნქცია Apple Pay-ში მოქმედებების, მათ შორის, ანგარიშსწორების ოპერაციების, დადასტურების მიზნით. ეს ფუნქცია შეიძლება გააქტიურდეს, შეიცვალოს ან გამოირთოს Apple მოწყობილობაზე წვდომის მოსაპოვებელი კოდის გამოყენებით;

•  პასკოდი - რიცხვების კომბინაცია, უსაფრთხოების  კოდი Apple მოწყობილობაზე  წვდომის   მოსაპოვებლად;

•  უსადენო კავშირგაბმულობის ოპერატორი – კლიენტისათვის მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს მობილურ ქსელთან სატელეფონო/ინტერნეტ კავშირს მობილური ტერმინალის ფუნქციონირებისათვის;

•  უკონტაქტო ანგარიშსწორება – ანგარიშსწორება, განხორციელებული უკონტაქტო წამკითხველი მოწყობილობისა და ციფრული ბარათის გამოყენებით;

•  ციფრული ბარათი – Apple Pay-ში გამოყენების მიზნით კლიენტის მიერ შერჩეული და რეგისტრირებული ბარათი

2. ხელშეკრულების საგანი

2.1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანია კლიენტის მიერ  VISAბარათებით Apple Pay-ის სირვისებით სარგებლობის პირობების დადგენა.

2.2. კლიენტი წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დადასტურების შემდეგ განახორციელებს Apple Pay-ში ბარათის ჩართვას და იგი უფლებამოსილი იქნება Apple Pay-ს საშუალებით განახორციელოს ავტორიზებული ტრანზაქციები მის საბარათე ანგარიშზე.

2.3. დამატებითი ინფორმაცია Apple Pay-ს სერვისით სარგებლობასთან დაკავშირებით მოცემულია ბანკის ვებ გვერდზე www.cartubank.ge.     (----------------)

2.4. წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს კლიენტთან დადებული „საბანკო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების“ განუყოფელ ნაწილს.

3. მხარეთა უფლება-მოვალეობები

3.1   ბანკი ვალდებულია:

3.1.1.  მიაწოდოს კლიენტს Apple Pay-ს სერვისით სარგებლობისათვის საჭირო ინფორმაცია.

3.1.2.  გაუწიოს კონსულტაცია კლიენტს Apple Pay-ს სერვისით სარგებლობის  პირობების შესახებ.

3.1.3.  უწყვეტ რეჟიმში მოახდინოს სერვისის მიწოდება.

3.1.4.  დაიცვას ტრანზაქციების შემცველი ინფორმაციის სრული კონფიდენციალობა.

3.2. ბანკი უფლებამოსილია:

3.2.1.  დაბლოკოს Apple Pay-ში ჩართული ბარათი ან/და შეაჩეროს ან შეწყვიტოს თუ:

  • ბანკს აქვს გონივრული ეჭვი თაღლითობასთან დაკავშირებით;
  • შესაბამისი ბარათი დაიბლოკა, შეჩერდა ან/და გაუქმდა მისი მოქმედება;
  • დაირღვა შესაბამის ბარათთან დაკავშირებული ანგარიშით მომსახურების პირობები;
  • Apple pay-ს ან/და საერთაშორისო საგადამხდელო სისტემის მოთხოვნის შემთხვევაში;
  • ბანკსა და Apple-ს (ან მასთან აფილირებულ კომპანიას) შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში;
  • უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით
  • კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

3.2.2.  ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს Apple მოწყობილობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება (მათ შორის გამოყენებული აპლიკაციის, მოწყობილობის, მოდელის, ოპერაციული სისტემის და ა,შ შესახებ) იმისათვის რომ:

  • უზურნველყოფილი იქნას ბარათის სათანადო გამოყენება
  • თავიდან იქნას აცილებული პირადი მონაცემების მოპარვა/თაღლითობა;
  • უზრუნველყოფილი იქნას კლიენტისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება;
  • უზრუნველყოფილი იქნას კლიენტისათვის ბარათის მფლობელისათვის ინფორმაციის მიწოდება სერვისებზე, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს მათთვის;

3.2.3.  ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს ინფორმაციის გაცვლა Apple-თან/Apple pay-სთან იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას:

  • Apple Pay-ს მიერ ბანკის ბარათების გამოყენების სერვისის გაუმჯობესება და ზოგადად Apple Pay-ს სერვისის გაუმჯობესება;
  • თაღლითობაში ან/და უსაფრთხოების დარღვევაში შემჩნეული პირების გამოვლენა;
  • გაუჩნდა ეჭვი ბარათით არასანქცირებული/არაავტორიზებული გადახდების, ოპერაციების განხორციელების  შესახებ ან/და ბარათით მოსარგებლის მიერ ბარათით სარგებლობის წესებით განსაზღვრული რომელიმე პირობის დარღვევის შემთხვევაში;

თუ კლიენტისათვის მიუღებელია მისი მონაცემების გამოყენება ზემოაღნიშნული წესით მან უარი უნდა განაცხადოს ბარათის Apple Pay-ში ჩართვაზე. კლიენტი უფლებამოსილი იქნება უარი თქვას მისი მონაცემების მარკეტინგული მიზნით გამოყენებაზე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

3.2.4.  პერიოდულად შეამოწმოს კლიენტის მიერ სერვისით სარგებლობის წესების დაცვა.

3.2.5.  ბანკი უფლებამოსილია კლიენტის შესახებ ბანკში არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან და სასესხო ანგარიშთან/განხორციელებულ (განსახორციელებელ) ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ბანკმა გადასცეს სხვა კომერციულ ბანკს, ასევე ბანკის მიერ შერჩეულ მხოლოდ იმ მესამე პირს, რომელთანაც ბანკს გაფორმებული ექნება ხელშეკრულება კონფიდენციალობის დაცვის შესახებ და, თუ აღნიშნული მესამე პირი უზრუნველყოფს  კლიენტის პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვას, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამის უფლებამოსილ პირს, მათ შორის ბანკის ფინანსური მდგომარეობის შემოწმების მიზნებისთვის აუდიტორს, საგადასახადო კონსულტანტს, მრჩეველს, შემფასებელს და მათ დამხმარე პირებს,  ბანკსა და კლიენტს შორის სასამართლო დავის (სამოქალაქო ან ადმინისტრაციული), სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას, ადმინისტრაციული სამართალწარმოების, საარბიტრაჟო წარმოების ან მედიაციის არსებობის შემთხვევაში - სასამართლოს, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, არბიტრაჟს, მედიატორებს, შეუზღუდავად, მიუხედავად იმისა დახურულია თუ არა სხდომა/წარმოება (ხოლო თუ სამართლებრივი დავის მხარე არ არის კლიენტი, თუ სხდომა/წარმოება დახურულია ან სასამართლოს/სხვა ორგანოს/პირის კანონიერი დავალებით, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ბანკმა  მოითხოვა სხდომის/წარმოების დახურვა/გასაიდუმლოება, მაგრამ უარი ეთქვა), ადვოკატ(ებ)ს, კონსულტანტ(ებ)ს და მათ დამხმარე პირებს, ასევე ბანკის მიერ  კლიენტის მიმართ თავისი უფლება-მოვალებების მესამე პირებისთვის კანონისმიერი ან სახელშეკრულებო წესით დათმობის/გადაცემის მომზადების/დადების/შესრულების მიზნით.

3.3  კლიენტი ვალდებულია:

3.3.1.  Apple მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელი იყოს მხოლოდ ბარათის მფლობელის აუტენტიფიკაციის მეთოდებით;  

3.3.2.  Apple მოწყობილობის პასკოდი შენახული იყოს უსაფრთოხების სტანდარტებით და წესებით, როგორც წვდომის კოდები, მათ შორის:

  • არ გადასცეს ისინი მესამე პირს;
  • უზრუნველყოს მასი იმგვარი შენახვა, რომ რაიმე ფორმით არ იყოს ხელმისაწვდომი მესამე პირიებისათვის;
  • არ გამოიყენოს ადვილად მიხვედრადი ან გამოთვლადი პასკოდი
  • პასკოდის შენახვისას არ იმოქმედოს გაუფრთხილებლად/დაუდევრად.

3.3.3.  დაიცვას Apple მოწყობილობის უსაფრთხოება, მათ შორის არ დატოვოს Apple მოწყობილობა უყურადღებოდ დაუბლოკავ მდგომარეობაში, განათავსოს მასზე ანტივირუსის ბოლო ვერსია და ა.შ.

3.3.4.  შეასრულოს ბანკის მითითებები მომსახურების, უსაფრთხოების თუ სხვა ტექნიკური წესების დაცვასთან დაკავშირებით.

3.3.5.  დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბანკს შემდეგი გარემოებების შესახებ:

  • Apple მოწყობილობა დაიკარგა ან მოპარეს
  • Apple მოწყობილობის მომსახურებაში განხორციელდა მოულოდნელი წყვეტა, რაც შეიძლება იყოს იმის მანიშნებელი რომ ადგილი აქვს მონაცემების პორტირებას;
  • ეჭვი აქვს რომ მოხდა მისი Apple მოწყობილობის უკანონო გამოყენებას ან ადგილი აქვს არაუფლებამოსილი პირის წვდომას ბარათის წვდომის კოდებზე

3.3.6.  მიაწოდოს ბანკს სერვისთან დაკავშირებული ინფორმაცია პირველი მოთხოვნისთანავე.

3.3.7.  დაიცვას სერვისის ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრული კონფიდენციალობა.

3.4. კლიენტი უფლებამოსილია:

3.4.1.  დაარეგისტრიროს ბარათი Apple Pay-ში ბარათის მონაცემების Apple მოწყობილობაში შეყვანით, ბარათის წარმატებით ვერიფიკაციის შემთხვევაში, Apple Pay ქმნის ციფრულ ბარათს და Apple Pay-ში ახდენს მისი ვირტუალური გამოსახულების ფორმირებას.

3.4.2.  კლიენტი Apple Pay-ში ბარათის რეგისტრაციის შემდეგ უფლებამოსილი იქნება Apple Pay-ს საშუალებით განახორციელოს ავტორიზებული ტრანზაქციები მის საბარათე ანგარიშზე. გადახდის განსახორციელებლად, კლიენტი სისტემაში სასურველი ციფრული ბარათის შერჩევისა და Apple მოწყობილობის სავაჭრო ობიექტში განთავსებულ უკონტაქტო ტერმინალთან ან წამკითხველ მოწყობილობასთან ახლოს განთავსების შემდეგ, ადასტურებს გადახდას, აუთენტიფიკაციის მონაცემების შეყვანის გზით.

3.4.3.  კლიენტი უფლებამოსილია მიიღოს  ბანკისაგან კონსულტაცია და ინფორმაცია  სერვისით სარგებლობის შესახებ.

3.4.4.  უარი თქვას მომსახურებაზე და ნებისმიერ დროს წაშალოს ბარათი Apple Pay-დან ან შეაჩერონ მისი მოქმედება. ამასთან, კლიენტი აცნობიერებს, რომ იგი არ თავისუფლდება იმ ოპერაციების თანხისა და მათთან დაკავშირებული საკომისიოების გადახდის ვალდებულებისა და მათთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისგან, რომლებიც მან განახორციელა ბარათის Apple Pay-დან წაშლამდე და/ან მის მოქმედების შეჩერებამდე.

3.4.5.  კლიენტს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ზეპირი, მარტივი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. სტანდარტული წერილობითი და ელეტრონული პრეტენზიების წარდგენა ხდება ბანკის მიერ დადგენილი ფორმით (იხ. ბანკის ვებ-გვერდი - www.cartubank.ge), ასევე, შესაძლებელია ელექტრონული პრეტენზიების მიღება  ბანკის ელექტრონულ მისამართზე (info@cartubank.ge) გამოგზავნის გზით.  პრეტენზიის ზეპირი ფორმით მიღება ხდება სატელეფონო მომსახურების ჯგუფის მიერ,  ტელეფონის ნომრებზე:  (032) 200 80 80;  *8080.   პრეტენზიის წერილობით დაფიქსირება შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ  სერვისცენტრის საოპერაციო განყოფილებაში ასევე ბანკის ვებ-გვერდის საშუალებით (იხ. ბანკის ვებ-გვერდი - www.cartubank.ge); დაფიქსირებულ პრეტენზიას/ებს   განიხილავს სს „ბანკი ქართუს" მომხმარებელთა უფლებების დამცველი და პრეტენზიის/ების  შესწავლის  დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს მომხმარებლის/კლიენტის მიმართვისა და, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის იდენტიფიკაციიდან 1 თვის ვადისა, პრეტენზიის განმცხადებელს, (გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა) ეცნობება დაუყოვნებლივ წერილობით ან ელექტრონულად (მომხმარებელთან შეთანხმებით და/ან პრეტენზიის დაფიქსირების მეთოდის იდენტურად)  ამასთან, პრეტენზიის განხილვის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სატელეფონო სერვისცენტრში ნომრებზე:  (032) 200 80 80 ;  *8080

                                                                                             4. მხარეთა პასუხისმგებლობა

4.1. ბანკი არაა პასუხისმგებელი Apple Pay-ს ფუნქციონირებაზე ან/და ხელმისაწვდომობაზე, Apple მოწყობილობის მუშაობაზე თუ ეს არ არის დაკავშირებული ბანკის სისტემის გაუმართაობაზე.

4.2. ბანკი არაა პასუხისმგებელი Apple Pay-ს გამოყენებით კლიენტის მიერ მიღებულ ზიანზე/ზარალზე, თუ აღნიშნული წარმოადგენს კლიენტის არამართლზომიერი ქმედების, წინამდებარე პირობების ან/და Apple Pay-ს წესებისა და პირობების დარღვევის შედეგს.

4.3. მხარე რომლის ბრალითაც მოხდება ხელშეკრულების პირობების დარღვევა, ამით გამოწვეულ მატერიალურ ზარალს/ზიანს აანაზღაურებს სრული მოცულობით.

4.4. კლიენტი პასუხისმგებელია ნებისმიერ ზარალზე/ზიანზე, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული წინამდებარე ხელშეკრულებისა ან/და მოწყობილობის სარგებლობის ინსტრუქციისა და პირობების დარღვევასთან.

4.5. კლიენტი აცნობიერებს, რომ ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს Apple მოწყობილობის განბლოკვის და მისი გამოყენების შესაძლებლობა ასევე შეძლებს განახორციელოს Apple Pay-ში დამატებული/რეგისტრირებული ბარათის გამოყენებას.

4.6. კლიენტი ასევე აცნობიერებს, რომ თუ იგი Apple მოწყობილობის განსაბლოკად იყენებს მესამე პირის თითის ანაბეჭდს, სახის ამოცნობის სისტემას ან უზიარებს მესამე პირს Apple მოწყობილობის პასკოდს, აღნიშნული გულისხმობს შესაბამისი მესამე პირისათვის Apple Pay-ში ჩართული ბარათის/დამატებითი ბარათის განკარგვის უფლებამოსილების მინიჭებას. რაც გულისხმობს იმას, რომ შესაბამისი მესამე პირის მიერ ინიცირებული ტრანზაქცია ჩაითვლება ავტორიზებულად და მის მიმართ არ იქნება გამოყენებული არაავტორიზებული/არასანქცირებული ტრანზაქციისათვის დადგენილი წესები და პირობები.

4.7. ციფრულ ბარათზე წვდომა, მისი გამოყენება და მომსახურება დამოკიდებულია Apple Pay-ის მომსახურებების მოცულობასა და უსადენო კავშირგაბმულობის ოპერატორის ქსელზე. იმის გათვალისწინებით, რომ ბანკი არ წარმოადგენს Apple Pay-ის მომსახურებების ან უსადენო კავშირგაბმულობის ქსელის ოპერატორს და არ აკონტროლებს მათ მუშაობას, ბანკი პასუხს არ აგებს კლიენტის/დამატებითი ბარათის მფლობელის წინაშე რაიმე გარემოებაზე, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს, შეზღუდოს ან სხვა სახით აისახოს ნებისმიერი ციფრული ბარათის ფუნქციონირებაზე, მათ შორის Apple Pay-ის მომსახურებების ან უსადენო კავშირის, კომუნიკაციების მიუწვდომლობაზე, ქსელის შეფერხებაზე, უსადენო დაფარვის შეზღუდვებზე, Apple Pay-ში წარმოქმნილ ხარვეზებსა და უსადენო კავშირის გაწყვეტაზე.

4.8. ციფრული ბარათის გამოყენება ითვალისწინებს პირადი ინფორმაციის ელექტრონული სახით გადაცემას მესამე მხარის ქსელის მეშვეობით. გამომდინარე იქიდან, რომ ბანკი არ ახორციელებს მსგავსი ტიპის ქსელების ექსპლუატაციას ან კონტროლს, იგი პასუხს არ აგებს ასეთი ინფორმაციის კონფიდენციალობასა და უსაფრთხოებაზე.

4.9. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4.10. მხარეები არ აგებენ პასუხს თავისი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისათვის ფორს მაჟორული გარემოებების დადგომისას, რომელთაც მიეკუთვნება:

  • სტიქიური უბედურებები, ომები, ტერორისტული აქტები, სამხედრო გადატრიალებები, ხანგრძლივი შეიარაღებული კონფლიქტები, ბლოკადები, ენერგო სისტემის ან კავშიგაბმულობის ძირითადი ობიექტების ხანგრძლივი პარალიზება და სხვა დაუძლეველი ძალები, რაც დადასტურებულია სახელმწიფოკომპეტენტური ორგანოს მიერ.
  • ხელისუფლების ორგანოების მიერ ისეთი აქტების მიღება, რომლებიც ხელს უშლიან მხარეებს განახორციელონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
  • მოვლენები, რომლებმაც მნიშვნელოვანი ზარალი შეუძლია მიაყენონ ბანკს, კერძოდ: ბანკის შენობის, საცავის, ენერგო ქსელის, კავშირგაბმულობის, გამოთვლითი ტექნიკის მნიშვნელოვანი დაზიანება გამოწვეული ხანძრით, ენერგო და კავშირგაბმულობის ქსელში მომხდარი ავარიებით, ქონების დატაცების მიზნით ჩადენილი დანაშაულით.
  • წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორს-მაჟორული მოვლენების განვითარებისას, მხარეების მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება გადაიდება მათ ლიკვიდაციამდე.

 5. დამატებითი პირობები

5.1. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება უნდა გადაწყდეს ურთიერთმოლაპარაკების გზით. ამგვარი გზით დავის მოგვარების შეუძლებლობისას, დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ კანონით გათვალისწინებული წესით.

5.2. ბანკი უფლებამოსილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიაქციოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად. ამასთან, მხარეთათვის ცნობილია, რომ ასეთ შემთხვევაში აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

5.3. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი აცხადებს თანხმობას,   რომ  ბანკმა კანონმდებლობით   დადგენილი წესით, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, მიიღოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, ბანკისთვის აუცილებელი, მისი პერსონალური მონაცემები.

5.4. ხელშეკრულება ძალაში შედის ორივე მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში. ეს ვადა ავტომატურად გრძელდება, თუ მხარეები არ გამოთქვამენ ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს.

5.5. მხარეებმა უნდა მოახდინონ საბოლოო ანგარიშსწორება ხელშეკულების შეწყვეტის მომენტიდან ათი სამუშაო სამუშაო  დღის განმავლობაში.

5.6. ხელშეკრულება ითვლება საბოლოოდ შეწყვეტილად მხარეთა შორის ყველა სახის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ფინანსური საკითხების მოგვარების შემდეგ.

5.7. ნებისმიერი შესწორება ან დამატება წინამდებარე ხელშეკრულებაში სრულდება წერილობით. ამასთან ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება ან შეცვალოს ნებისმიერი პირობა და შეატყობინოს კლიენტს ბანკისთვის მოსახერხებელი ნებისმიერი, მათ შორის, დისტანციური საშუალებით, ბანკის ინტერნეტ-გვერდზე ან/და ბანკის სათავო ოფისისა და სერვისცენტრების შენობებში ინფორმაციის 1 (ერთი) თვით ადრე განთავსების გზით. შეტყობინება ასევე დასაშვებია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ფორმით.

5.8. თუ ხელშეკრულების პირობები სხვა რამეს არ ითვალისწინებს, მხარეები ხემძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5.9. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლიარად და გადაეცემა მხარეებს.

 

მხარეთა ხელმოწერები:

 

ბანკი: ს/ს "ბანკი ქართუ"                                                    კლიენტი: -----------------

მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 39ა                                          მისამართი: ---------------

საკონტაქტო ტელეფონი: 2 00 80 80                                     საკონტაქტო ტელეფონი:                                               

                                                                                      საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები