switch to english

CartuBank

CartuBank


დღეიდან ძალაში შევიდა სს „ბანკი ქართუს“ განახლებული წესები და პირობები უცხოური ვალუტის კონვერტაციასთან დაკავშირებით.

ასევე დღეიდან, ბანკის კლიენტებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ბანკის, როგორც აგენტი მოვაჭრის მომსახურეობით და საკუთარი განაცხადი განათავსონ ბლუმბერგის BMatch და RFQ პლატფორმებზე.

ბლუმბერგის პლატფორმებზე გარიგებები დგება მხოლოდ ეროვნულ ვალუტასა და აშშ დოლარში. გარიგების მინიმალური თანხა შეადგენს 100,000 აშშ დოლარს, ბიჯი კი, 10,000 აშშ დოლარს.

დეტალური ინფორმაცია განახლებული პირობებისა და ახალი პროდუქტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტში.

სიახლე უცხოური ვალუტით კონვერტაციის პირობებში