switch to english

CartuBank

CartuBank


დღეისათვის კომუნიკაციის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მეთოდს წარმოადგენს ელექტრონული ფოსტა. მისი გამოყენება დაკავშირებულია ისეთ საფრთხეებთან, როგორიცაა ფიშინგი (ინტერნეტ-თაღლითობის სახეობა, რომელიც მიზნად ისახავს პირადი მონაცემების ხელში ჩაგდებას). ხშირია შემთხვევები, როდესაც რაიმე პროდუქტის ან სერვისის შეძენით დაინტერესებული ფიზიკური პირი თუ კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის საზღვრებს მიღმა. ამ დროს ელექტრონული ინვოისი და თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (მათ შორის მიმღების ანგარიშის ნომერი) დაინტერესებულ მხარეებს შორის იგზავნება ელექტრონული ფოსტის გამოყენებით.

ინტერნეტ სივრცისა და პერსონალური/პორტატული კომპიუტერის, ასევე მობილური ტელეფონის არასათანადო დაცულობის გათვალისწინებით, კონკრეტულად კი ცალკეულ ელექტრონულ ფოსტაზე არასანქცირებული წვდომის მაღალი რისკის პირობებში, მიზნაშეწონილია ფულადი ტრანზაქციის განხორციელებამდე, ალტარნატიული კომუნიკაციის საშუალებით (სატელეფონო ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით) გადამოწმებულ იქნას ელექტრონული ფოსტით მიღებული ინვოისისა და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების უტყუარობა. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ფულადი გადარიცხვის მიმღები მხარე მოულოდნელად ცვლის წინასწარ შეთანხმებულ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს.

 

ელექტრონული ფოსტით უსაფრთხო კომუნიკაციისთვის:

  • ფაილები გააგზავნეთ დაარქივებულ ფორმატში, რომელიც დაცული იქნება პაროლით, ხოლო პაროლი გააგზავნეთ კომუნიკაციის სხვა საშუალებით. (sms, Viber, WhatsApp და ა.შ.) არსებობს რისკი, რომ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილი შესაძლოა ხელში ჩაიგდოს კიბერთაღლითმა იმ გზაზე, რასაც ის ადრესატამდე გაივლის;
  • გამოიყენეთ ძლიერი და უნიკალური პაროლები, ასევე მულტიფაქტორული ავთენტიფიკაცია - რთული პაროლი და მულტიფაქტორული ავთენტიფიკაცია საშუალებას გვაძლევს დავიცვათ ელექტრონული ფოსტა კიბერ შემოტევისა და არასანქცირებული წვდომისგან;
  • წაშალეთ ან დააარქივეთ ძველი ელექტრონული წერილები - თუ ელექტრონული ფოსტის ერთ ანგარიშს(ექაუნთს) დიდი ხნის განმავლობაში იყენებთ, დიდი შანსია, რომ მასზე დაგროვილია დიდი რაოდენობით მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენს შესახებ და თქვენი ორგანიზაციის შესახებ. ამის გამო მუდმივად იზრდება მნიშნელოვან ინფორმაციაზე არასანქცირებული წვდომის რისკი; ნუ შეინახავთ ელექტრონულ წერილებს წლების მანძილზე. წაშალეთ ან უსაფრთხოდ დააარქივეთ ყველა ის წერილი, რომელიც აღარ გჭირდებათ;
  • ყურადღებით გადაიკითხეთ ელექტრონული ფოსტით მიღებული წერილის ტექსტი. თუ ის ნაკლებად პროფესიონალურად გამოიყურება ან შეიცავს შეცდომებს, (როგორც შინაარსობრივ ისე გრამატიკულს) შესაძლებელია, რომ გამომგზავნი კიბერდამნაშავეა;
  • ნუ ენდობით ელექტრონულ შეტყობინებებს, რომლებიც თქვენგან პირადი ინფორმაციის ან საბანკო მონაცემების  შეყვანას ითხოვს.

 

ინტერნეტით სარგებლობისას:

  • არ შეიყვანოთ პირადი ინფორმაცია საეჭვო ვებ-გვერდზე;
  • პირადი ინფორმაციის, მაგალითად ბარათის მონაცემების ინტერნეტში შეყვანისას,  დააკვირდით, რომ იმყოფებით დაცულ გვერდზე, რომელიც იწყება ასე - https:// და აქვს ბოქლომის ნიშანი;
  • გადაამოწმეთ ვებ-გვერდის მისამართი. გახსოვდეთ, რომ გაყალბებული ვებ-გვერდის მისამართი შეიძლება მიმსგავსებული იყოს ორიგინალთან და შეცვლილი იყოს ერთი ან რამოდენიმე ასო/სიმბოლო;
  • არ ენდოთ შეტყობინებებს, რომლებშიც თქვენგან სასწრაფოდ ითხოვენ რაიმე ქმედებას. სასწრაფოობა ხშირად იმის ნიშანია, რომ კიბერდამნაშავესთან გაქვთ საქმე;
  • ბანკი ქართუს კუთვნილი ინტერნეტბანკით სარგებლობისას დარწმუნდით რომ  იმყოფებით ვებგვერდზე https://ib.ge.


კიბერუსაფრთხოების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://www.cartubank.ge/ge/612/

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით.