მობაილ ბანკი


მობაილ ბანკი
არის აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ მობილური ტელეფონით მართოთ თქვენი ფინანსები, განახორციელოთ სასურველი საბანკო ოპერაციები 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია Play Store-ისა და  AppStore-ის საძიებო სისტემებში დასახელებით: cartu bank mobile app.

მობაილ ბანკი საჩუქრად გადაეცემა სრული ინტერნეტ ბანკის მომხმარებლებს.

მობაილ ბანკის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტ ბანკის მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში.

 

ძირითადი ფუქციები:

  • ანგარიშზე არსებული ნაშთების კონტროლი;
  • ანაბრების მონიტორინგი;
  • სესხების მონიტორინგი;
  • თანხის გადარიცხვა ნებისმიერი მიმართულებით;
  • ოფიციალური და ბანკის კომერციული გაცვლითი კურსების ნახვა;
  • კონვერტაცია საკუთარ ანგარიშებზე;
  • კომუნალური გადასახადების გადახდა;
  • მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება პირადი ანგარიშიდან;
  • ბანკის უახლოესი სერვისცენტრებისა და ბანკომატების მოძიება;
  • ბანკთან კომუნიკაცია.

 

უსაფრთხოების წესები:

  • მუშაობის დასრულების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „გამოსვლა“;
  • თუ მობილურ ტელეფონზე არ გიყენიათ კოდი, მოერიდეთ აპარატის მესამე პირზე გადაცემას;
  • არ გადასცეთ თქვენი მომხმარებლის სახელი, პაროლი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია მესამე პირს. ასევე, არ შეინახოთ ეს ინფორმაცია მობილურ ტელეფონში;
  • არ გასცეთ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით;
  • არ დააყენოთ ე.წ. “jailbreak” აპარატზე, სადაც დაინსტალირებულია მობილური ბანკის აპლიკაცია;
  • არ უპასუხოთ საეჭვო ხასიათის ხმოვან და ტექსტურ შეტყობინებებს, ელ. ფოსტას.