შესავალითანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იზრდება მათი სარგებლობით გამოწვეული საფრთხეები. კიბერ თაღლითების(ჰაკერების), მიერ იქმნება მრავალი ტიპის კომპიუტერული, მავნე პროგრამები(ვირუსები), რომელთა გამოყენებით ადვილი შესაძლებელია სხვადასხვა სახის ელექტრონულ მოწყობილობაში უნებართვო შეღწევა. მნიშვნელოვანია ინფორმაციული ტექნოლოგიების მომხმარებელი იყოს სრულად ინფორმირებული კიბერ საფრთხეების შესახებ, რათა მსგავსი ინციდენტის შემთხვევაში დროულად და ადეკვატურად შეძლოს მასზე რეაგირება.
კომპიუტერული ვირუსიკომპიუტერული ვირუსი, ეს არის მავნე პროგრამა, რომელსაც ძირითადად იყენებენ ჰაკერები, მატერიალური სარგებლის მიღების ან პოტენციური მსხვერპლისათვის ზიანის მიყენების მიზნით. არსებობს მრავალი ტიპის მავნე პროგრამა, მათ შორის რამოდენიმე ყველაზე მეტად გავრცელებულია:
ვირუსით დაინფიცირებული კომპიუტერის სიმპტომებიკომპიუტერს შესაძლოა გაუჩნდეს რამოდენიმე სიმპტომი, რომელთა საშუალებითაც შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ მოწყობილობა დაინფიცირდა ვირუსით:
პერსონალური კომპიუტერი და ინტერნეტიდღევანდელ რეალობაში პერსონალური კომპიუტერისა და ინტერნეტის გარეშე მუშაობა ფაქტობრივად წარმოუდგენელია, მათი საშუალებით ძალიან იოლად ხელმისაწვდომია თითქმის ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, მაგრამ ინტერნეტში ინფორმაციის სწრაფ მოძიებას და დამუშავებას თან ახლავს კიბერ საფრთხეები, რომლებსაც შესაძლოა მოჰყვეს თქვენს მოწყობილობაზე არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაკარგვა ან დაზიანება. კომპიუტერსა და ინტერნეტში უსაფრთხოდ მუშაობის უზრუნველსაყოფად გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას:
მობილური ტელეფონის უსაფრთხოებამობილური ტელეფონის საშუალებით შესაძლებელია თითქმის ყველანაირი საბანკო-საფინანსური ოპერაციის განხორციელება,(ფულადი გადარიცხვები, კომუნალური გადახდები, ინტერნეტ შოპინგი), რაც ჰაკერებისათვის განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის მობილურ ტექნოლოგიებს. ისინი სხვა და სხვა მეთოდებით ცდილობენ შემოაღწიონ თქვენს მობილურ ტელეფონებში, მოიპოვონ თქვენთვის მნიშვნელოვანი, პირადი და სენსიტიური ინფორმაცია. რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ჰაკერული თავდასხმებით გამოწვეული საფრთხეები. ქვემოთ ჩამოთვლილია ის მინიმალური მოთხოვნები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია მობილურ ტელეფონში არსებული ინფორმაციის დაცვის უზრუნველსაყოფად:1. ისარგებლეთ ანტივირუსით - მობილურ ტელეფონზე წვდომისა და პირადი ინფორმაციის მოსაპოვებლად ჰაკერები იყენებენ ვირუსებს ან ვირუსის შემცველ აპლიკაციებს. პრევენციისათვის აუცილებლად დააინსტალირეთ ანტივირუსი და მუდმივად განაახლეთ იგი;2. ყოველთვის დააინსტალირეთ პროგრამული და სისტემური განახლებები - განახლებების ინსტალაცია (Updates) ჰაკერს უზღუდავს პროგრამული სისტემური სისუსტეების გამოყენებით მობილურ ტელეფონში შემოღწევის შესაძლებლობას და უზრუნველყოფს დაცულობის მაღალ დონეს3. არ გადმოიწეროთ/დააინსტალიროთ აპლიკაციები არასანდო წყაროებიდან - არასანდო წყაროებიდან გადმოწერილი აპლიკაციები, ასევე საეჭვო ბმულები და რეკლამები, დიდი ალბათობით ვირუსების შემცველია, რაც ჰაკერს თქვენს მობილურ ტელეფონზე წვდომის საშუალებას მისცემს. აპლიკაციის ინსტალაციისას გახსენით მხოლოდ მისი მუშაობისათვის საჭირო წვდომები;4. მუდმივად გამორთული გქონდეთ BlueTooth-ი, ჩართვის შემთხვევაში გათიშეთ ღილაკი “Visibility”- ჩართული BlueTooth - ი, რამოდენიმე მეტრის რადიუსში უცხო მოწყობილობით თქვენს მობილურ ტელეფონში შეღწევის საშუალებას იძლევა, ამიტომ აღნიშნული ფუნქცია ჩართეთ მხოლოდ იმ მომენტში, როდესაც გჭირდებათ და სარგებლობის შემდეგ აუცილებლად გათიშეთ. ღილაკი “Visibility” შეგიძლიათ მოძებნოთ BlueTooth მენიუში, მისი გამორთვის შემთხვევაში BlueTooth კავშირი ხდება უხილავი უცხო მოწყობილობებისათვის;5. მობილურის ეკრანის გასახსნელად გამოიყენეთ პაროლი ან თითის ანაბეჭდი - თქვენს მობილურ ტელეფონზე ფიზიკური წვდომის შემთხვევაში სხვა პიროვნებას გაუჭირდება თქვენი პირადი მონაცემების მოპოვება, თუკი მობილური ტელეფონის ეკრანის გახსნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პაროლის ან თქვენი თითის ანაბეჭდის მეშვეობით;6. მობაილ ბანკით სარგებლობისას არ გამოიყენოთ საჯარო ან უცხოუ სადენო ინტერნეტ კავშირი
„android“ ოპერაციული სისტემაზე მომუშავე მობილური ტელეფონებისათვის: https://play.google.com/store/apps/details?id=com.mobius.mobilebank.cartuios ოპერაციული სისტემაზე მომუშავე მობილური ტელეფონებისათვის: https://apps.apple.com/us/app/cartu-bank-mobile/id1255174973
საპაროლე პოლიტიკაპერსონალურ კომპიუტერში, სოციალურ ქსელებში, ინტერნეტ ბანკის და სხვა ვებგვერდებზე ავტორიზაციისათვის, თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია გამოიყენოთ რთული პაროლი. ქვემოთ მოცემულია ის მინიმალური მოთხოვნები რომლებიც უნდა დაიცვათ პაროლის შერჩევისას. რთული პაროლი უნდა შედგებოდეს:1. ლათინური ანბანის მინიმუმ ორი სიმბოლოსაგან ('A'..'Z','a'..'z');2. მინიმუმ ერთი ციფრისაგა('0'..'9');3. მინიმუმ ერთი სიმბოლოსაგან, რომელიც განსხვავებული იქნება ლათინური ანბანის სიმბოლოებისა და ციფრებისაგან, მაგალითად: ! , @ ,# ,$ , % ,^ , & ,* ,( და ა.შ;4. მინიმუმ რვა პოზიციისაგან. რთული პაროლის გენერირებისათვის არსებობს ინტერნეტ გვერდები, სადაც სპეციალური პარამეტრების მითითებით შეგიძლიათ დააგენერიროთ თქვენთვის მისაღები სირთულის პაროლი.
ფიშინგიფიშინგი არის ინტერნეტ თაღლითობის ერთ ერთი სახეობა, რომლის დროსაც მცდარი ინფორმაციის გამოყენებით, მსხვერპლის მოტყუების გზით, ჰაკერი იპარავს მომხმარებლის კუთვნილ პირად ინფორმაციას. მაგალითად ელექტრონული წერილების დაგზავნით თითქოს და ოფიციალური წყაროს სახით, ან ყალბი ინტერნეტ თუ ფეისბუქ გვერდის შექმნით, რომელიც ძალიან არის მიმსგავსებული ლეგალურ ვებგვერდს. ფიშინგი დღეს-დღეობით ითვლება ინფორმაციის არალეგიტიმური მეთოდებით მოპოვების ყველაზე პოპულარულ და ეფექტურ საშუალებად.მეილფიშინგი არის ფიშინგის ყველაზე გავრცელებული მეთოდი. ჰაკერი მსხვერპლს ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნის წერილს, რომელიც შეიძლება ძალიან ჰგავდეს ლეგიტიმურს. ასეთი ტიპის წერილი შეიძლება იყოს კომპიუტერული ვირუსის მატარებელი ან შეიცავდეს ბმულს, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც მოხდება, მსხვერპლის კუთვნილი კომპიუტერის ან მობილურის დავირუსება, შედეგად ჰაკერი ახერხებს მოწყობილობაზე კონტროლის დამყარებას და მასში არსებული პირადი, ფინანსური ინფორმაციის(პაროლები, საბარათე მონაცემები, ფოტოები და ა.შ.) მოპოვებას. ვებფიშინგის შემთხვევაში ჰაკერი, ყალბი ინტერნეტ გვერდის(ინტერნეტ ბანკი, შოპინგ გვერდი, კომუნალური გადახდების გვერდი) საშუალებით ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი და მოიპოვოს მისი ანგარიშის(User, Password) ან საბარათე მონაცემები.
პრევენციის გზებიფიშინგისაგან თავის ასარიდებლად აუცილებელია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:
გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით.
Copyright © 2024 Cartu Bank
Created by Proservice