ქსელური ბიზნესი


თუ თქვენ საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირი ბრძანდებით და გაინტერესებთ ან უკვე თქვენი საქმიანობის სფეროებია:

 

  • სააფთიაქო ქსელი
  • მარკეტების ქსელი
  • სილამაზის სალონების ქსელი
  • ტანსაცმლის, ტექნიკის, ავეჯის მაღაზიათა ქსელი
  • საზოგადოებრივი კვების ობიექტების ქსელი
  • სასტუმროების ქსელი
  • ბენზინგაზგასამართი სადგურების ქსელი
  • სხვა ქსელური ობიექტები

 

ბანკი ქართუ გთავაზობთ ქსელური ბიზნესის განვითარების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი მიზნობრივი დაფინანსება:

 

  • ახალი ობიექტის შეძენა/პრივატიზაცია/მშენებლობა/იჯარა/რემონტი
  • იჯარით აღებული შენობის გამოსყიდვა
  • პარტნიორის წილის გამოსყიდვა
  • ინვენტარის შეძენა
  • საბრუნავი სახსრების შევსება
  • ვალდებულებების რეფინანსირება.

 


პროგრამის ძირითადი პირობები

საკრედიტო თანხა100,000 - 3,000,000 აშშ დოლარი*
ვალუტა ლარი, აშშ დოლარი, ევრო
ინსტრუმენტი სესხი
სესხის ვადა სესხის ვადა
* 200,000 ლარამდე (და ეკვივალენტი აშშ დოლარში/ევროში) სესხი გაიცემა მხოლოდ ლარში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისისა.



პროგრამის გამოყენებით თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ:

  • სწრაფად გააფართოოთ თქვენი ქსელი
  • მიიღოთ სესხის დაფარვის თქვენი ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებული გრაფიკი
  • კომპანიის დამფუძნებლებისთვის და ტოპმენეჯმენტისთვის – VISA/Mastercard Gold ბარათებს ოვერდრაფტის ინდივიდუალური ლიმიტით.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე: *8080; (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს.