საბანკო გარანტია

გარანტია საბანკო ინსტრუმენტია, რომელიც იძლევა პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის რისკების მინიმიზების საშუალებას. იგი წარმოადგენს ბანკის უპირობო ვალდებულებას თანხის გადახდაზე, ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, პრინციპალის მხრიდან თავისი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში. ბანკი ქართუ გასცემს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გარანტიებს.

საერთაშორისო გარანტია შეიძლება იყოს

  • პირდაპირი გარანტია - საგარანტიო წერილი ბენეფიციარს წარედგინება დამოწმების გარეშე
  • დამოწმებული გარანტია - საგარანტიო წერილის დამოწმება ხდება პირველი კლასის ბანკის მიერ.


უპირატესობები

  • სხვა საკრედიტო ინსტრუმენტებთან შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ტრანზაქციებთან დაკავშირებული რისკების შემცირება.

ზოგადი პირობები

ვალუტა ლარი/აშშ დოლარი/ევრო/შვეიცარული ფრანკი/რუსული რუბლი/ბრიტანული ფუნტი

გარანტიის მოცულობა

განიხილება ინდივიდუალურად

ძირითადი უზრუნველყოფა

  • უძრავ-მოძრავი  ქონება
  • თანხით უზრუნველყოფა - კომპანიის/ფიზიკური პირის პირადი ფულადი რესურსი
  • ნებისმიერი პირის სახელზე ბანკ ქართუში გახსნილი ანაბარი

დამატებითი უზრუნველყოფა

  • პირადი თავდებობა
  • მესამე პირ(ებ)ის პირადი ან/და კორპორატიული თავდებობა
  • არამატერიალური აქტივების გირავნობა
დაზღვევა განიხილება ინდივიდუალურად
პროცენტის დაფარვის სიხშირე/გრაფიკი განიხილება ინდივიდუალურად


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე: *8080; (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს.