საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი


ისარგებლეთ ბანკი ქართუს საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატით, დააბანდეთ თქვენი კომპანიის დანაზოგი უსაფრთხოდ და მიიღეთ მაღალი საპროცენტო სარგებელი.



სადეპოზიტო სერტიფიკატი არის საბანკო დეპოზიტი (ანაბარი) და წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას სერტიფიკატის პირობით გათვალისწინებულ დღეს სერტიფიკატის მფლობელს გადაუხადოს სერტიფიკატის პირობით გათვალისწინებული თანხა.


საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი იყიდება სერტიფიკატის ნომინალური ღირებულებით (ნომინალით), მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა ხდება ყოველთვიურად, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატი ვადის ბოლოს იფარება ნომინალური ღირებულებით.


სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალური ღირებულება

  • 10,000 ლარი
  • 10,000 აშშ დოლარი
  • 10,000 ევრო

ლარის საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის წლიური საპროცენტო განაკვეთები

თვე

ნომინალური
საპროცენტო განაკვეთი

ეფექტური საპროცენტო
განაკვეთი

3-5 თვე 6.50% 6.70%
6-8 თვე 7.50% 7.76%
9-11 თვე 8.40% 8.73%
12-14 თვე 8.70% 9.06%
15-17 თვე 8.85% 9.22%
18-20 თვე 9.00% 9.38%
21-23 თვე 9.05% 9.43%
24-35 თვე 9.10% 9.49%
36 თვე

9.15%

9.54%

არარეზიდენტი პირების შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი არის განსხვავებული.

 

აშშ დოლარის საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის წლიური საპროცენტო განაკვეთები

თვე

ნომინალური საპროცენტო
განაკვეთი

ეფექტური საპროცენტო
განაკვეთი

3-5 თვე

0.70%

0.70%

6-8 თვე

1.25%

1.26%

9-11 თვე

2.10%

2.12%

12-14 თვე

2.60%

2.63%

15-17 თვე

2.70%

2.73%

18-20 თვე

2.80%

2.84%

21-23 თვე

2.90%

2.94%

24-35 თვე

3.00%

3.04%

36-47 თვე

3.10%

3.14%

48-59 თვე

3.20%

3.25%

60 თვე 3.30% 3.35%
არარეზიდენტი პირების შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი არის განსხვავებული.

ევროს საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის წლიური საპროცენტო განაკვეთები

თვე

ნომინალური საპროცენტო
განაკვეთი

ეფექტური საპროცენტო
განაკვეთი

3-5 თვე 0.20% 0.20%
6-8 თვე 0.55% 0.55%
9-11 თვე 1.55% 1.56%
12-14 თვე 2.05% 2.07%
15-17 თვე 2.20% 2.22%
18-20 თვე 2.60% 2.63%
21-23 თვე 2.70% 2.73%
24-35 თვე 2.80% 2.84%
36-47 თვე 2.90% 2.94%
48-59 თვე 2.95% 2.99%
60 თვე 3.05% 3.09%
არარეზიდენტი პირების შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი არის განსხვავებული.

 

იმ შემთხვევაში, თუ სადეპოზიტო სერტიფიკატების ჯამური თანხა აღემატება 3,000,000 ლარს / 1,000,000 აშშ დოლარს / 1,000,000 ევროს, საპროცენტო განაკვეთების განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად.


დამატებითი პირობები

  • სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის პირობები ეფუძნება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის დებულებას“.
  • სერტიფიკატის შეძენა უფასოა
  • სერტიფიკატის მფლობელობის დამადასტურებელი არის ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების რეესტრში არსებული ჩანაწერი
  • სადეპოზიტო სერტიფიკატზე დარიცხული სარგებელი არ ექვემდებარება დაბეგვრას
  • სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს ბანკის თანხმობის გარეშე ნებისმიერ პირზე გაასხვისოს სერტიფიკატი
  • ბანკი არ არის ვალდებული ვადაზე ადრე გამოისყიდოს სადეპოზიტო სერტიფიკატი. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი გადაწყვეტს, კლიენტის სურვილის საფუძველზე ვადაზე ადრე გამოისყიდოს სადეპოზიტო სერტიფიკატი, გამოსყიდვა მოხდება თანდართულ ხელშეკრულებაში მოცემული პირობების შესაბამისად
  • სერტიფიკატის გასხვისების საკომისიო შეადგენს ნომინალური ღირებულების 0.1%-ს, მინიმუმ 20 ლარს
  • სერტიფიკატის გასხვისების ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს სს „ბანკ ქართუში“
  • დაუშვებელია სადეპოზიტო სერტიფიკატის ნაწილობრივ გასხვისება

 

სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად გადმოგეცემათ:

 

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 30 000 ლარის ფარგლებში , ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge

 

სს "ბანკ ქართუში“ არსებულ მიმდინარე/საბარათე ანგარიშებზე თანხის შეტანა 24/7 შეგიძლიათ საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებით. დეტალებისთვის იხ. ბმული.



დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე: *8080; (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს.