შეღავათიანი აგრო სესხები


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.


ბანკი ქართუ და სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებსა და მეწარმეებს, გთავაზობთ, განავითაროთ თქვენი მეურნეობები და საწარმოები შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დახმარებით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში (https://rda.gov.ge/programs/095624-sheghavatiani-agrokrediti)  თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი მიზნობრივი დაფინანსება:


სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების საბრუნავი საშუალებების დაფინანსება

  • თხილის პირველადი წარმოება
  • ყურძნის გადამუშავება
  • ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით
  • არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოები

დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ბმული.
 

სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების ძირითადი საშუალებების დაფინანსება:

  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ხე-ტყის დამამზადებელი მექანიზაცია
  • ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენება
  • სასურსათო და ენერგო ეფექტური მრეწველობის დაფინანსება

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ბმული.



პროგრამის ფარგლებში თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ:

  • სწრაფად გააფართოვოთ თქვენი მეურნეობა
  • მიიღოთ საკრედიტო რესურსი დაბალი საპროცენტო განაკვეთით
  • მიიღოთ სესხის თქვენი ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებული გრაფიკი.

პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხ. ბმული.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე: *8080; (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს.