სტაჟირების პროგრამა

სს ბანკი ქართუ იწყებს სტუდენტური სტაჟირების პროგრამის განხორციელებას.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს საბანკო საქმიანობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის რეალურ სამუშაო გარემოში ჩართვის საშუალებისა და შესაბამისი უნარების ათვისების შესაძლებლობის მიცემა.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები 3 თვის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ თემატურ ტრენინგებში და ამასთანავე როტაციის პრინციპით ჩაერთვებიან ბანკის ყოველდღიურ საქმიანობაში შემდეგი მიმართულებებით:

  • ხაზინის დეპარტამენტი - ბანკის აქტივ-პასივების მართვა, სახაზინო ოპერაციების წარმოება, ვალუტითა და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა, ლიკვიდობისა და სავალუტო პოზიციის მონიტორინგი და მართვა, ბანკის საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია და საერთაშორისო საკორესპონდენტო ქსელის განვითარება;

  • რისკების მართვის დეპარტამენტი - ბანკის საკრედიტო, ფინანსური და საოპერაციო რისკების მართვასთან დაკავშირებული ყოველდღიური აქტივობები, შესაბამისი ანგარიშგებებისა და დასკვნების მომზადება, მნიშვნელოვანი მაჩვენებლების მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

  • ანგარიშგების დეპარტამენტი - ბანკის საზედამხედველო მიზნებისთვის სხვადასხვა პერიოდულობის ანგარიშგებების დამუშავება, წარმოება; IFRS რეპორტინგის წარმოება, როგორც ინდივიდუალურ, ასევე კონსოლიდირებულ დონეზე; ბანკის მენეჯერული ანგარიშგებების მომზადება და ფინანსური შედეგების ანალიზი; ახალი რეპორტების შექმნა და ავტომატიზაცია;

პროგრამაში ჩართული სტუდენტებისთვის სტაჟირების პარალელურად ჩატარდება ტრენინგები ბანკის მენეჯმენტისა და შესაბამისი ერთეულების ხელმძღვანელი თანამშრომლების მიერ. დამატებით პროგრამა ითვალისწინებს ტექნიკური შესაძლებლობების ამაღლებას Excel-სა და Power BI-ის მიმართულებით.


პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსებისა და ეკონომიკის ფაკულტეტების, როგორც ბაკალავრის საფეხურის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.

პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:


  • აპლიკაციის შესაბამისობა პროექტის მოთხოვნებთან;
  • ტესტირება: ლოგიკური და მათემატიკური უნარები, კორპორაციული ფინანსები, Excel.

პროგრამაში მონაწილეობისთვის შერჩეული სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან თბილისში, სს „ბანკი ქართუს“ სათავო ოფისში, ხოლო თემატური ტრეინინგები ჩატარდება ბანკის ტრეინინგ ცენტრში.

სტაჟირების პროგრამა ანაზღაურებადია სრული პერიოდის განმავლობაში.

დამატებით, პროგრამის წარმატებული მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სს „ბანკ ქართუში“ დასაქმების შესაძლებლობა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შემდეგი აპლიკაცია:
https://forms.gle/XmpQp9ECZw3LFknn9

ასევე გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე:

vacancy@cartubank.ge

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 2023 წლის 30 ივნისი.