ექსპორტ-იმპორტის მხარდაჭერა


თუ თქვენ საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირი ბრძანდებით და თქვენი საქმიანობის სფეროებია:

  • საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი
  • საქართველოში შავიზღვისპირა ქვეყნებიდან პროდუქციის იმპორტი 
  • ექსპორტის მიზნით საქართველოში იმპორტირებული პროდუქცია, რომლის მთლიანი მოცულობის 20% იქნება ადგილობრივად წარმოებული.


ბანკი ქართუ გთავაზობთ ექსპორტ-იმპორტის სავაჭრო ოპერაციების ხელშეწყობის პროგრამას. 
პროგრამის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ შემდეგი მიზნობრივი დაფინანსება:

  • საბრუნავი სახსრების შევსება
  • საწარმოს, საწყობის, ოფისის შეძენა/პრივატიზაცია/მშენებლობა/იჯარა/რემონტი
  • დანადგარების შეძენა და რემონტი
  • ინვენტარის შეძენა
  • არსებული ვალდებულებების რეფინანსირება.

 

პროგრამის ძირითადი პირობები

საკრედიტო თანხა 100,000 - 1,500,000 აშშ დოლარი*
ვალუტა ლარი, აშშ დოლარი, ევრო
ინსტრუმენტი საკრედიტო ხაზი, სესხი, ოვერდრაფტი, აკრედიტივი, გარანტია
*200,000 ლარამდე (და ეკვივალენტი აშშ დოლარში/ევროში) სესხი გაიცემა მხოლოდ ლარში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისისა.



იმპორტ-ექსპორტის დაკრედიტების პროგრამის გამოყენებით თქვენ მიიღებთ:

  • სესხის დაფარვის თქვენი ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებული გრაფიკს
  • კომპანიის დამფუძნებლებისთვის და ტოპმენეჯმენტისთვის – VISA/Mastercard Gold ბარათებს ოვერდრაფტის ინდივიდუალური ლიმიტით.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე: *8080; (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს.