ზრდადი ანაბარი

თუ გსურთ დააგროვოთ თანხა სასურველი ნივთის შესაძენად, მოგზაურობისთვის ან სხვა მიზნით, გახსენით ზრდადი ანაბარი ბანკი ქართუში, რაც საშუალებას მოგცემთ პერიოდული შენატანებით შექმნათ მნიშვნელოვანი დანაზოგი და, ამავე დროს, მიიღოთ საპროცენტო სარგებელი.

 

პირობები

  • პირველადი შენატანი
      მინიმალური – 50 ლარი/აშშ დოლარი/ევრო;
  • ყოველთვიური შენატანი
      მინიმალური – 20 ლარი/აშშ დოლარი/ევრო;
  •  ანაბრის ხანგრძლივობა:
      მინ. ვადა – 3 თვე;
      მაქ. ვადა – 24 თვე;
  • საპროცენტო სარგებლის გატანა – ვადის ბოლოს
  • ანაბრის პირობების დარღვევა – ანაბრის ვადაზე ადრე დარღვევა საჭიროებს ბანკის თანხმობას. დარღვევის შემთხვევაში (არანაკლებ ანაბრის გახსნიდან 6 თვისა), ანაბარს დაერიცხება სს „ბანკი ქართუ“-ში მოთხოვნამდე ანაბრის მოქმედი საპროცენტო განაკვეთის ნახევარი.
  • არარეზიდენტი პირების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთი არის განსხვავებული.
  • თუ ანაბრის თანხა აღემატება 2,000,000 ლარს/1,000,000 აშშ დოლარს/ევროს, საპროცენტო განაკვეთების განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად.

 

წლიური საპროცენტო განაკვეთი
ანაბარის ვადა ლარი აშშ დოლარი ევრო
   ნომინალური ეფექტური ნომინალური ეფექტური ნომინალური ეფექტური
3 - 5 თვე
6.25% 6.40% 0.75%
0.75% 0.00% 0.00%
6 - 8 თვე
7.25% 7.38% 1.75%
1.76% 0.50% 0.50%
9 - 11 თვე 8.00% 8.08% 3.00%
3.01% 1.50% 1.50%
12 - 14 თვე 8.50% 8.50% 3.75%
3.75% 2.25% 2.25%
15 - 17 თვე 8.80% 8.71% 3.85% 3.83% 2.40% 2.39%
18 - 20 თვე 8.80% 8.62% 3.95% 3.91% 2.50% 2.48%
21 - 23 თვე 8.95% 8.67% 4.10%
4.04% 2.60% 2.58%
24 თვე 9.35% 8.95% 4.25% 4.16% 2.75% 2.71%

* ყოველთვიური შენატანის გამოტოვება ანაბრის ვადის გასვლამდე შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.

 

 

ზრდადი ანაბრით სარგებლობის პერიოდში საჩუქრად გადმოგეცემათ:

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 30 000 ლარის ფარგლებში , ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.  

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge

 

სს "ბანკ ქართუში“ არსებულ მიმდინარე/საბარათე ანგარიშებზე თანხის შეტანა 24/7 შეგიძლიათ საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებით. დეტალებისთვის იხ. ბმული. 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე: *8080; (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს.