ელექტრონული საფულით (Apple Pay/Google Pay) მომსახურების ძირითადი პირობები
1. ტერმინთა განმარტება
კლიენტი - პირი, რომელიც წინამდებარე პირობებით სარგებლობს ელექტრონული საფულეთი (Apple Pay/Google Pay) მომსახურებით.
ელექტრონული საფულე//სისტემა – მობილური/ციფრული გადახდის სისტემა/სერვისი (Apple Pay/Google Pay), რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს განახორციელონ გადახდა მოწყობილობაში რეგისტრირებული ბარათების გამოყენებით;
მოწყობილობა – მობილური ტელეფონი, პლანშეტი ან სხვა მოწყობილობა, რომლის გამოყენებაც დაშვებულია ბანკის მიერ და რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია ელექტრონული საფულეთი ანგარიშსწორების განსახორციელებლად;
2. სტანდარტული პირობების საგანი
2.1. წინამდებარე სტანდარტული პირობების რეგულირების საგანია კლიენტის მიერ VISA ბარათებით ელექტრონული საფულის სირვისებით სარგებლობის პირობების დადგენა.
2.2. კლიენტი წინამდებარე სტანდარტული პირობების დადასტურების შემდეგ განახორციელებს ელექტრონული საფულეში ბარათის ჩართვას და იგი უფლებამოსილი იქნება ელექტრონული საფულის საშუალებით განახორციელოს ავტორიზებული ტრანზაქციები მის საბარათე ანგარიშზე.
2.3. დამატებითი ინფორმაცია ელექტრონული საფულის სერვისით სარგებლობასთან დაკავშირებით მოცემულია ბანკის ვებ გვერდზე www.cartubank.ge.
2.4. წინამდებარე სტანდარტული პიორბები წარმოადგენს კლიენტთან დადებული „საბანკო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების“ განუყოფელ ნაწილს.
3. მხარეთა უფლება-მოვალეობები
3.1 ბანკი ვალდებულია:
3.1.1. მიაწოდოს კლიენტს ელექტრონული საფულის სერვისით სარგებლობისათვის საჭირო ინფორმაცია.
3.1.2. გაუწიოს კონსულტაცია კლიენტს ელექტრონული საფულის სერვისით სარგებლობის პირობების შესახებ.
3.1.3. უწყვეტ რეჟიმში მოახდინოს სერვისის მიწოდება.
3.1.4. დაიცვას ტრანზაქციების შემცველი ინფორმაციის სრული კონფიდენციალობა.
3.2. ბანკი უფლებამოსილია:
3.2.1. დაბლოკოს ელექტრონული საფულეში ჩართული ბარათი ან/და შეაჩეროს ან შეწყვიტოს თუ:
3.2.2. ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს მოწყობილობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება (მათ შორის გამოყენებული აპლიკაციის, მოწყობილობის, მოდელის, ოპერაციული სისტემის და ა,შ შესახებ) იმისათვის რომ:
3.2.3. ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს ინფორმაციის გაცვლა ელექტრონული საფულის მფლობელი ან/და მასთან აფილირებულ კომპანიებთან იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას:
თუ კლიენტისათვის მიუღებელია მისი მონაცემების გამოყენება ზემოაღნიშნული წესით მან უარი უნდა განაცხადოს ბარათის ელექტრონული საფულეში ჩართვაზე. კლიენტი უფლებამოსილი იქნება უარი თქვას მისი მონაცემების მარკეტინგული მიზნით გამოყენებაზე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
3.2.4. პერიოდულად შეამოწმოს კლიენტის მიერ სერვისით სარგებლობის წესების დაცვა.
3.2.5. ბანკი უფლებამოსილია კლიენტის შესახებ ბანკში არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან და სასესხო ანგარიშთან/განხორციელებულ (განსახორციელებელ) ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ბანკმა გადასცეს სხვა კომერციულ ბანკს, ასევე ბანკის მიერ შერჩეულ მხოლოდ იმ მესამე პირს, რომელთანაც ბანკს გაფორმებული ექნება ხელშეკრულება კონფიდენციალობის დაცვის შესახებ და, თუ აღნიშნული მესამე პირი უზრუნველყოფს კლიენტის პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვას, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამის უფლებამოსილ პირს, მათ შორის ბანკის ფინანსური მდგომარეობის შემოწმების მიზნებისთვის აუდიტორს, საგადასახადო კონსულტანტს, მრჩეველს, შემფასებელს და მათ დამხმარე პირებს, ბანკსა და კლიენტს შორის სასამართლო დავის (სამოქალაქო ან ადმინისტრაციული), სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას, ადმინისტრაციული სამართალწარმოების, საარბიტრაჟო წარმოების ან მედიაციის არსებობის შემთხვევაში - სასამართლოს, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, არბიტრაჟს, მედიატორებს, შეუზღუდავად, მიუხედავად იმისა დახურულია თუ არა სხდომა/წარმოება (ხოლო თუ სამართლებრივი დავის მხარე არ არის კლიენტი, თუ სხდომა/წარმოება დახურულია ან სასამართლოს/სხვა ორგანოს/პირის კანონიერი დავალებით, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ბანკმა მოითხოვა სხდომის/წარმოების დახურვა/გასაიდუმლოება, მაგრამ უარი ეთქვა), ადვოკატ(ებ)ს, კონსულტანტ(ებ)ს და მათ დამხმარე პირებს, ასევე ბანკის მიერ კლიენტის მიმართ თავისი უფლება-მოვალებების მესამე პირებისთვის კანონისმიერი ან სახელშეკრულებო წესით დათმობის/გადაცემის მომზადების/დადების/შესრულების მიზნით.
3.3 კლიენტი ვალდებულია:
3.3.1. მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელი იყოს მხოლოდ ბარათის მფლობელის აუტენტიფიკაციის მეთოდებით;
3.3.2. მოწყობილობის პასკოდი შენახული იყოს უსაფრთოხების სტანდარტებით და წესებით, როგორც წვდომის კოდები, მათ შორის:
3.3.3. დაიცვას მოწყობილობის უსაფრთხოება, მათ შორის არ დატოვოს მოწყობილობა უყურადღებოდ დაუბლოკავ მდგომარეობაში, განათავსოს მასზე ანტივირუსის ბოლო ვერსია და ა.შ.
3.3.4. შეასრულოს ბანკის მითითებები მომსახურების, უსაფრთხოების თუ სხვა ტექნიკური წესების დაცვასთან დაკავშირებით.
3.3.5. დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბანკს შემდეგი გარემოებების შესახებ:
3.3.6. მიაწოდოს ბანკს სერვისთან დაკავშირებული ინფორმაცია პირველი მოთხოვნისთანავე.
3.3.7. დაიცვას სერვისის ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრული კონფიდენციალობა.
3.4. კლიენტი უფლებამოსილია:
3.4.1. დაარეგისტრიროს ბარათი ელექტრონული საფულეში ბარათის მონაცემების მოწყობილობაში შეყვანით, ბარათის წარმატებით ვერიფიკაციის შემთხვევაში, ელექტრონული საფულე ქმნის ციფრულ ბარათს და ელექტრონული საფულში ახდენს მისი ვირტუალური გამოსახულების ფორმირებას.
3.4.2. კლიენტი ელექტრონული საფულეში ბარათის რეგისტრაციის შემდეგ უფლებამოსილი იქნება ელექტრონული საფულეს საშუალებით განახორციელოს ავტორიზებული ტრანზაქციები მის საბარათე ანგარიშზე. გადახდის განსახორციელებლად, კლიენტი სისტემაში სასურველი ციფრული ბარათის შერჩევისა და მოწყობილობის სავაჭრო ობიექტში განთავსებულ უკონტაქტო ტერმინალთან ან წამკითხველ მოწყობილობასთან ახლოს განთავსების შემდეგ, ადასტურებს გადახდას, აუთენტიფიკაციის მონაცემების შეყვანის გზით.
3.4.3. კლიენტი უფლებამოსილია მიიღოს ბანკისაგან კონსულტაცია და ინფორმაცია სერვისით სარგებლობის შესახებ.
3.4.4. უარი თქვას მომსახურებაზე და ნებისმიერ დროს წაშალოს ბარათი ელექტრონული საფულედან ან შეაჩერონ მისი მოქმედება. ამასთან, კლიენტი აცნობიერებს, რომ იგი არ თავისუფლდება იმ ოპერაციების თანხისა და მათთან დაკავშირებული საკომისიოების გადახდის ვალდებულებისა და მათთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისგან, რომლებიც მან განახორციელა ბარათის ელექტრონული საფულედან წაშლამდე და/ან მის მოქმედების შეჩერებამდე.
3.4.5. კლიენტს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ზეპირი, მარტივი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. სტანდარტული წერილობითი და ელეტრონული პრეტენზიების წარდგენა ხდება ბანკის მიერ დადგენილი ფორმით (იხ. ბანკის ვებ-გვერდი - www.cartubank.ge), ასევე, შესაძლებელია ელექტრონული პრეტენზიების მიღება ბანკის ელექტრონულ მისამართზე (info@cartubank.ge) გამოგზავნის გზით. პრეტენზიის ზეპირი ფორმით მიღება ხდება სატელეფონო მომსახურების ჯგუფის მიერ, ტელეფონის ნომრებზე: (032) 200 80 80; *8080. პრეტენზიის წერილობით დაფიქსირება შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრის საოპერაციო განყოფილებაში ასევე ბანკის ვებ-გვერდის საშუალებით (იხ. ბანკის ვებ-გვერდი - www.cartubank.ge); დაფიქსირებულ პრეტენზიას/ებს განიხილავს სს „ბანკი ქართუს" მომხმარებელთა უფლებების დამცველი და პრეტენზიის/ების შესწავლის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს მომხმარებლის/კლიენტის მიმართვისა და, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის იდენტიფიკაციიდან 1 თვის ვადისა, პრეტენზიის განმცხადებელს, (გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა) ეცნობება დაუყოვნებლივ წერილობით ან ელექტრონულად (მომხმარებელთან შეთანხმებით და/ან პრეტენზიის დაფიქსირების მეთოდის იდენტურად) ამასთან, პრეტენზიის განხილვის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სატელეფონო სერვისცენტრში ნომრებზე: (032) 200 80 80 ; *8080
4. მხარეთა პასუხისმგებლობა
4.1. ბანკი არაა პასუხისმგებელი ელექტრონული საფულეს ფუნქციონირებაზე ან/და ხელმისაწვდომობაზე, მოწყობილობის მუშაობაზე თუ ეს არ არის დაკავშირებული ბანკის სისტემის გაუმართაობაზე.
4.2. ბანკი არაა პასუხისმგებელი ელექტრონული საფულის გამოყენებით კლიენტის მიერ მიღებულ ზიანზე/ზარალზე, თუ აღნიშნული წარმოადგენს კლიენტის არამართლზომიერი ქმედების, წინამდებარე პირობების ან/და ელექტრონული საფულის წესებისა და პირობების დარღვევის შედეგს.
4.3. მხარე რომლის ბრალითაც მოხდება სტანდარტული პირობების დარღვევა, ამით გამოწვეულ მატერიალურ ზარალს/ზიანს აანაზღაურებს სრული მოცულობით.
4.4. კლიენტი პასუხისმგებელია ნებისმიერ ზარალზე/ზიანზე, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული წინამდებარე სტანდარტული პირობების ან/და მოწყობილობის სარგებლობის ინსტრუქციისა და პირობების დარღვევასთან.
4.5. კლიენტი აცნობიერებს, რომ ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს მოწყობილობის განბლოკვის და მისი გამოყენების შესაძლებლობა ასევე შეძლებს განახორციელოს ელექტრონული საფულეში დამატებული/რეგისტრირებული ბარათის გამოყენებას.
4.6. კლიენტი ასევე აცნობიერებს, რომ თუ იგი მოწყობილობის განსაბლოკად იყენებს მესამე პირის თითის ანაბეჭდს, სახის ამოცნობის სისტემას ან უზიარებს მესამე პირს მოწყობილობის პასკოდს, აღნიშნული გულისხმობს შესაბამისი მესამე პირისათვის ელექტრონული საფულეში ჩართული ბარათის/დამატებითი ბარათის განკარგვის უფლებამოსილების მინიჭებას. რაც გულისხმობს იმას, რომ შესაბამისი მესამე პირის მიერ ინიცირებული ტრანზაქცია ჩაითვლება ავტორიზებულად და მის მიმართ არ იქნება გამოყენებული არაავტორიზებული/არასანქცირებული ტრანზაქციისათვის დადგენილი წესები და პირობები.
4.7. ციფრულ ბარათზე წვდომა, მისი გამოყენება და მომსახურება დამოკიდებულია ელექტრონული საფულის მომსახურებების მოცულობასა და უსადენო კავშირგაბმულობის ოპერატორის ქსელზე. იმის გათვალისწინებით, რომ ბანკი არ წარმოადგენს ელექტრონული საფულის მომსახურებების ან უსადენო კავშირგაბმულობის ქსელის ოპერატორს და არ აკონტროლებს მათ მუშაობას, ბანკი პასუხს არ აგებს კლიენტის/დამატებითი ბარათის მფლობელის წინაშე რაიმე გარემოებაზე, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს, შეზღუდოს ან სხვა სახით აისახოს ნებისმიერი ციფრული ბარათის ფუნქციონირებაზე, მათ შორის ელექტრონული საფულის მომსახურებების ან უსადენო კავშირის, კომუნიკაციების მიუწვდომლობაზე, ქსელის შეფერხებაზე, უსადენო დაფარვის შეზღუდვებზე, ელექტრონული საფულეში წარმოქმნილ ხარვეზებსა და უსადენო კავშირის გაწყვეტაზე.
4.8. ციფრული ბარათის გამოყენება ითვალისწინებს პირადი ინფორმაციის ელექტრონული სახით გადაცემას მესამე მხარის ქსელის მეშვეობით. გამომდინარე იქიდან, რომ ბანკი არ ახორციელებს მსგავსი ტიპის ქსელების ექსპლუატაციას ან კონტროლს, იგი პასუხს არ აგებს ასეთი ინფორმაციის კონფიდენციალობასა და უსაფრთხოებაზე.
4.9. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4.10. მხარეები არ აგებენ პასუხს თავისი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისათვის ფორს მაჟორული გარემოებების დადგომისას, რომელთაც მიეკუთვნება:
5. დამატებითი პირობები
5.1. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება უნდა გადაწყდეს ურთიერთმოლაპარაკების გზით. ამგვარი გზით დავის მოგვარების შეუძლებლობისას, დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ კანონით გათვალისწინებული წესით.
5.2. ბანკი უფლებამოსილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიაქციოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად. ამასთან, მხარეთათვის ცნობილია, რომ ასეთ შემთხვევაში აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
5.3. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ ბანკმა კანონმდებლობით დადგენილი წესით, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, მიიღოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, ბანკისთვის აუცილებელი, მისი პერსონალური მონაცემები.
5.4. წინამდებარე სტანდარტული პირობები ძალაში შედის კლიენტის მიერ მისი დადასტურების დღიდან და მოქმედებს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში. ეს ვადა ავტომატურად გრძელდება, თუ მხარეები არ გამოთქვამენ ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს.
5.5. თუ სტანდარტული პირობები სხვა რამეს არ ითვალისწინებს, მხარეები ხემძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
Copyright © 2024 Cartu Bank
Created by Proservice