პროგრამა "აწარმოე საქართველოში"


სახელმწიფო პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“ ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით. 


პროგრამას აქვს შემდეგი მიმართულებები:


ბიზნეს უნივერსალი - პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოვების/გადაიარაღების ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით.

დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ბმული.



ტურიზმის განვითარება - პროგრამის მიზანია ქვეყნის ტურიზმის და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სერვისების განვითარება და ფინანსური ხელშეწყობა.

დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ბმული

 
საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი - 
გულისხმობს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო გარანტიის გაცემას, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები.

დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ბმული.

 

სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - გულისხმობს იპოთეკურ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას 5 წლის მანძილზე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ბმული.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე: *8080; (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს.