ელექტრონული კომერცია


ელექტრონული კომერცია
– ეს არის საბანკო სერვისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თქვენი მომსახურება და პროდუქტი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოთ ინტერნეტის, VISA და Mastercard პლასტიკური ბარათების მეშვეობით. ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას გარანტირებული და დაცული ანგარიშსწორების წარმოებაში.

ელექტრონული კომერცია არის საშუალება, რომელსაც დამატებითი სარგებელი მოაქვს თქვენი მომხმარებლისათვის, კერძოდ:

  • დროის დაზოგვის შესაძლებლობა
  • შეძენილი პროდუქტის ადგილზე მიტანა
  • ტრანზაქციის განხორციელებისას ბარათის ონლაინ ავტორიზაცია.

 

ელექტრონული კომერციის უპირატესობები

  • მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ანგარიშსწორება VISA და MasterCard ბარათებით;
  • გარანტირებული, დაცული და სწრაფი ანგარიშსწორება;
  • უსაფრთხოების მაღალი ხარისხი, რომელსაც უზრუნველყოფს Verified by VISA და MasterCard SecureCode ტექნოლოგიები. რაც გულისხმობს:
            არასანქცირებული ტრანზაქციების რისკის შემცირებას
            ავტორიზებული ტრანზაქციების გარანტირებულ გადახდას
            ონლაინ შესყიდვებისას მომხმარებლის ნდობის მაღალ ხარისხს.

ელექტრონული კომერცია საშუალებას გაძლევთ

  • გაყიდოთ თქვენი კომპანიის პროდუქტი და მომსახურება ინტერნეტის საშუალებით
  • გაზარდოთ გაყიდვების მოცულობა საქართველოს რეგიონებში
  • გააფართოვოთ გაყიდვების არეალი მსოფლიოს მასშტაბით
  • შეამციროთ მაღაზიის ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები
  • მეტად ხელმისაწვდომი გახადოთ თქვენი მომსახურება და პროდუქტი მომხმარებლისთვის. 

 

ელექტრონული კომერციის ტარიფები

რეგისტრაცია და ყოველთვიური მომსახურება უფასო
ბრუნვის საკომისიო 2%-3.5%, მინ. 0.05 ლარი
ავტორიზაციის საკომისიო უფასო
უკუგატარების საკომისიო უფასო
სადაზღვევო რეზერვი (უზრუნველყოფა) ბრუნვის 5%, 120 დღით ან ფიქსირებუილი თანხა მოსალოდნელი ბრუნვიდან გამომდინარე

 

ელექტრონული კომერცია კომპანიებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მინიმალური დანახარჯებით შესაძლებელია მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული მომსახურების შეთავაზება შემდეგ სფეროებში:

  • სასტუმროების, ავიაბილეთების დაჯავშნა/შეძენა
  • საინფორმაციო სერვისები
  • ინტერნეტ მაღაზიები
  • განათლება
  • ჰოსტინგი, ვებ-მომსახურება
  • აუქციონები
  • კომუნალური მომსახურება
  • სარეკლამო სერვისები
  • კურიერის მომსახურება
  • სახელმწიფო ორგანიზაციების სერვისები და სხვ.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე:*8080; (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს.