დოკუმენტური ინკასო


დოკუმენტური ინკასო წარმოადგენს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმას, რომლის საშუალებითაც გადახდა წარმოებს სხვადასხვა დოკუმენტის საბანკო არხებით მოძრაობის გზით. მისი მომხმარებელი შეიძლება იყოს საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი.

 

დოკუმენტური ინკასოს დროს, მყიდველის მომსახურე ბანკის ძირითადი ფუნქციაა - წარდგენილი დოკუმენტების გადაცემა დოკუმენტური ინკასოს ინსტრუქციის თანახმად.

დოკუმენტების გადაცემა ხდება შემდეგნაირად:

  • D/P – “Documents against payment“ - დოკუმენტები მყიდველს გადაეცემა თანხის გადახდის შემთხვევაში;
  • D/A – “Documents against acceptance” - დოკუმენტები მყიდველს გადაეცემა თამასუქის აქცეპტის საპირისპიროდ, თანხის გადახდის ვადა კი წინასწარ განსაზღვრულია დოკუმენტური ინკასოს ინსტრუქციით. აღნიშნული მოიცავს ოპერაციაში დოკუმენტების თანმხლები ფასიანი ქაღალდის - თამასუქის ჩართვას.

ზოგადი პირობები

ვალუტა

არ არის განსაზღვრული

მოცულობა

განიხილება ინდივიდუალურად

უზრუნველყოფა

არ მოითხოვება

დაზღვევა

არ მოითხოვება

პროცენტის დაფარვის სიხშირე/გრაფიკი

განიხილება ინდივიდუალურად

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე: *8080; (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს.