საოპერაციო მომსახურება


ისარგებლეთ ბანკი ქართუს საოპერაციო მომსახურებით და სხვა დამატებითი პროდუქტებით (მიმდინარე ანგარიში, ინტერნეტბანკი, SMS-მომსახურება, ავტომატური გადარიცხვები, სატელეფონო მომსახურების 24-საათიანი სერვისი), რაც კიდევ უფრო გააადვილებს თქვენი ანგარიშ(ებ)ის მართვას. ჩვენი გამოცდილი, პროფესიონალი კადრები დაგეხმარებიან ნებისმიერი ოპერაციის ოპერატიულად და წარმატებით შესრულებაში.



მიმდინარე ანგარიში

გახსენით ბანკი ქართუში უფასო მიმდინარე ანგარიშ(ებ)ი ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში და განახორციელეთ შემდეგი საბანკო ოპერაციები:

  • გადარიცხვა ბანკის შიგნით;
  • გადარიცხვა სხვა ბანკში (როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ);
  • ანგარიშზე თანხის დამატება;
  • ანგარიშიდან თანხის გატანა;
  • კონვერტაცია საკუთარ ანგარიშებზე;
  • კომუნალური გადასახადების გადახდა;
  • სხვა ოპერაციები.

 

მიმდინარე ანგარიშის მომსახურება

ანგარიშის გახსნა

 უფასო

ანგარიშის მომსახურება
უფასო
ანგარიშის ამონაწერი
უფასო
ცნობის ან სხვა ფორმის მომზადება და სერვისცენტრებიდან გაცემა 10 ლარი
ცნობის ან სხვა ფორმის მომზადება და საჭიროების ადგილზე გაგზავნა
15 ლარი
საჩეკო წიგნაკის გაცემა 10 ლარი
უმოძრაო ანგარიშის საკომისიო* 1 ლარი თვეში

*უმოძრაო ანგარიშის საკომისიოს ჩამოჭრა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს მის სახელზე არსებულ არც ერთ ანგარიშზე არ განუხორციელებია ოპერაცია ბოლო 1 წლის განმავლობაში მომსახურებისსაკომისიოს ჩამოჭრა არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ ანგარიშის შენარჩუნების ვალდებულება გამომდინარეობს ბანკთან გაფორმებული სხვა ხელშეკრულებიდან/ბანკის ინტერესებიდან ან ანგარიში აუცილებელია ბანკის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად (რომელიმე აღნიშნული გარემოების მოქმედების განმავლობაში).


გადარიცხვები მიმდინარე ანგარიშიდან

ეროვნული ვალუტა

10,000 ლარამდე

0.07%, მინ. 0.90,
მაქს. 2 ლარი

10,000 ლარიდან
100,000 ლარამდე
5 ლარი
100,000 ლარი და ზემოთ 50 ლარი

აშშ დოლარი

SHA

 0.20%, მინ. 25 აშშ დოლარი,
მაქს. 500 აშშ დოლარი

OUR

 0.25%, მინ. 35 აშშ დოლარი,
მაქს. 500 აშშ დოლარი

ევრო

SHA

0.20%, მინ. 25 ევრო,
მაქს. 500 ევრო

OUR

0.25%, მინ. 35 ევრო,
მაქს. 500 ევრო

დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი

0.25%, მინ. 35 ფუნტი,
მაქს. 500 ფუნტი

შვეიცარიული ფრანკი

 0.25%, მინ. 50 შვეიცარიული ფრანკი,
მაქს. 500 შვეიცარიული ფრანკი

ჩინური იუანი

0.25%, მინ. 250 იუანი,
მაქს. 3,500 იუანი

თურქული ლირა

0.25%, მინ. 250 ლირა,
მაქს. 3,500 ლირა

სომხური დრამი

0.25%, მინ. 4,000 სომხური დრამი,
მაქს. 40,000 სომხური დრამი

რუსული რუბლი

 0.25%, მინ. 3,000 რუსული რუბლი,
მაქს. 30,000 რუსული რუბლი

ბანკის შიდა გადარიცხვა

 

უფასო

ცვლილება/მოკვლევა/გაუქმება

50 აშშ დოლარი/ევრო

ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში გადარიცხვის საკომისიო განისაზღვრება აშშ დოლარის გადარიცხვის საკომისიოს მიხედვით.

 

ნაღდი თანხის გატანა

შემოტანილის ფარგლებში
უფასო
ჩარიცხულის ფარგლებში ეროვნული ვალუტა 0.2%, მინ. 0.50 ლარი
უცხოური ვალუტა 0.8%, მინ. 0.80 ერთეული

ნაღდი თანხის შეტანა

ანგარიშზე ნაღდი ეროვნული/უცხოური ვალუტის შეტანა

 უფასო

ანგარიშზე ნაღდი უცხოური ვალუტის შეტანა (ერთჯერადად 1,000,000 აშშ დოლარი/ევრო ან მეტი ოდენობით)

0.6%

 

სხვა მომსახურება

კონვერტაციაბანკის კურსით
კომუნალური გადახდები 0.5 ლარი

 

 

სს "ბანკ ქართუში“ არსებულ მიმდინარე/საბარათე ანგარიშებზე თანხის შეტანა 24/7 შეგიძლიათ საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებით. დეტალებისთვის იხ. ბმული. 

 


ბანკი ქართუს დისტანციური პროდუქტების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, სახლიდან გაუსვლელად მართოთ საკუთარი ანგარიშები, ასევე, შეასრულოთ სხვადასხვა საბანკო ოპერაციები, კერძოდ: ვალუტის კონვერტაცია, ეროვნული თუ უცხოური ვალუტის გადარიცხვა და სხვ.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე: *8080; (032) 200 80 80 ან ეწვიეთ ჩვენს უახლოეს სერვისცენტრს