სიახლეები

ცვლილება ფიზიკურ პირებთან საბანკო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების დადების/დადასტურების შესახებ შეთანხმებაში

გაცნობებთ, რომ 2020 წლის 1 ივლისიდან, ფიზიკურ პირებთან გასაფორმებელი საბანკო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების დადების/დადასტურების შესახებ შეთანხმებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ შეთანხმების პუნქტების 16.1-16.3 ნაცვლად დაემატა შემდეგი შინაარსის პუნქტი 16.1:
 
2020 წლის 1 ივლისიდან, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ყველა ფიზიკური პირის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 15,000 ლარის ფარგლებში. კომერციულ ბანკში ყველა ფიზიკური პირის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე: www.diagency.ge
 
გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით.
უკან დაბრუნება