სიახლეები

საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, აღრიცხვისა და ხელმისაწვდომობის წესი

გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვისა და ხელმისაწვდომობის წესის შესაბამისად, სს „ბანკი ქართუ“ შეაგროვებს/დაამუშავებს თქვენ/თქვენი კომპანიის/ორგანიზაციის შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.

წინამდებარე ინფორმაცია მუშავდება მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ჩართული მომხმარებლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირები).

უკან დაბრუნება