სიახლეები

უმოძრაო ანგარიშის საკომისიო - ინფორმაციის დაზუსტება

2018 წლის 2 აგვისტოს პრესის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია „ბანკი ქართუს“ მიერ დაწესებული ახალი ტიპის საკომისიოს, ე.წ. „უმოძრაო ანგარიშის საკომისიოს“ შესახებ. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ საკომისიო დაწესდა საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესაბამისად. განვმარტავთ, რომ უმოძრაო ანგარიშის საკომისიო, რომლის შესახებაც „ბანკი ქართუს“ მომხმარებელს ეცნობა ბანკის საიტის, Facebook გვერდის, SMS შეტყობინებისა და ინტერნეტ ბანკის შეტყობინების, ასევე, სერვისცენტრების საოპერაციო დარბაზებში განთავსებული განცხადების მეშვეობით,  2018 წლის 31 ივლისს,  დაწესდა „ბანკი ქართუს“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით  და არა საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნით.

„ბანკი ქართუს“ საოპერაციო ტარიფებს დაემატა უმოძრაო ანგარიშის საკომისიო, რომელიც დაირიცხება და ჩამოიჭრება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს მის სახელზე არსებულ არც ერთ ანგარიშზე არ განუხორციელებია ოპერაცია ბოლო 3 წლის განმავლობაში და, იმავდროულად, ერთ ან რამდენიმე ანგარიშზე ფიქსირდება დადებითი ნაშთი. საკომისიოს მოცულობა, ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, შეადგენს 1 ლარს თვეში ანგარიშ(ებ)ზე ნაშთის სრულ განულებამდე, რის შემდეგაც საკომისიოს დარიცხვა წყდება.

ზემოაღნიშნული საკომისიოს ჩამოჭრა არ მოხდება  იმ შემთხვევაშიც, თუ მომხმარებლის მიერ ანგარიშის შენარჩუნების ვალდებულება გამომდინარეობს ბანკთან გაფორმებული სხვა ხელშეკრულებიდან/ბანკის ინტერესებიდან ან ანგარიში აუცილებელია ბანკის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად (რომელიმე აღნიშნული გარემოების მოქმედების განმავლობაში).

ახალი საკომისიო ამოქმედდება 2018 წლის 3 სექტემბრიდან.

უკან დაბრუნება