სიახლეები

Apple Pay Mastercard ბარათებისთვის

მიმდინარე წლის 17 მაისიდან ბანკი ქართუს Mastercard ბარათების მფლობელებს გთავაზობთ უკონტაქტო გადახდის საშუალება Apple Pay™-ს.

Apple Pay არის კომპანია Apple-ის მიერ შექმნილი ელექტრონული საფულე, რომელიც ინტეგრირდება iPhone-ის მობილურ ტელეფონებში, აიპადებსა და Apple Watch-ში.

Apple Pay™-ის Wallet-ის აპლიკაციაში თქვენი Mastercard ბარათის დამატებისას, შეძლებთ განახორციელოთ ტრანზაქცია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტის პოს-ტერმინალზე.

Apple Pay™-ს საშუალებით გადახდის უპირატესობა არის უსაფრთხოება, სისწრაფე და სიმარტივე.

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით.

უკან დაბრუნება