სიახლეები

გაფრთხილება

გაცნობებთ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად გამოიყენება ონლაინ შოპინგთან დაკავშირებული მეილ და SMS თაღლითობის ახალი მეთოდი, კერძოდ, კიბერთაღლითები მომხმარებლებს უგზავნიან ყალბ შეტყობინებებს ელექტრონულ ფოსტასა და მობილურ ტელეფონებზე, ინტერნეტ გვერდზე შეძენილი ნივთის შესახებ ინფორმაციის დაზუსტების თაობაზე.

გთხოვთ მსგავსი შეტყობინების მიღების შემთხვევაში გამოიჩინოთ სიფრთხილე, არ გადახვიდეთ შეტყობინებაში მითითებულ ბმულზე, არავის გაუგზავნოთ თქვენი საბარათე (ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, CVV კოდი, OTP კოდი) ან პირადი მონაცემები (სახელი გვარი, მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი).

უკან დაბრუნება