სიახლეები

ბანკი ქართუ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის წევრი გახდა

ბანკი ქართუ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის წევრი გახდა. ასოციაციის წევრები არიან ევროკავშირში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რეგისტრირებული კომერციული ბანკები. ასოციაციის მიზანს წარმოადგენს აღნიშნული რეგიონების  ფინანსური სექტორის სტაბილურობის და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ფინანსური პროდუქტების შესახებ კომერციულ ბანკებს შორის არსებული გამოცდილების გაზიარება, ასევე მიმდინარე გამოწვევებსა და სიახლეებზე სამუშაო ფორმატში საერთო მიდგომების შემუშავება.

აღნიშნული ასოციაციის წევრობა ბანკისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან არსებული ურთიერთობების გამყარებისა და ახალი შესაძლო თანამშრომლობის განვითარების დამატებით შესაძლებლობას წარმოადგენს, რაც თავის მხრივ ბანკის მაღალი ხარისხის სერვისის წინაპირობას წარმოადგენს.

ასოციაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოცემულია შემდეგ ბმულზე: https://bacee.hu/

უკან დაბრუნება