სიახლეები

ბიზნეს ლაუნჯების განახლებული სერვისი Visa Platinum და Visa Infinite ბარათის მფლობელებისთვის

2024 წლის 1 ოქტომბრიდან, 1200-ზე მეტი აეროპორტის ბიზნეს ლაუნჯების სერვისს უზრუნველყოფს DRAGONPASS-ი.

ლაუნჯის ბენეფიტით სარგებლობისთვის, Visa პრემიუმ ბარათის (Visa Platinum, Visa Infinite) მფლობელმა უნდა ჩამოტვირთოს Visa Airport Companion აპლიკაცია და დაარეგისტრიროს თავისი Visa პრემიუმ ბარათი. იხ. ბმულები:

აეროპორტის ლაუნჯში წვდომის მისაღებად, აუცილებელია ციფრული საწევრო, რომელსაც Visa პრემიუმ ბარათის მფლობელი სწორედ აპლიკაციაში დარეგისტირების შედეგად მიიღებს.

2024 წლის 1 ოქტომბრიდან, Visa პრემიუმ ბარათის მომხმარებლები, ახალი სისტემის ფარგლებში, ისარგებლებენ ვიზიტების განახლებული რაოდენობით:

  • 1 ოქტომბრის შემდეგ, ლაუნჯით სარგებლობისას,  Visa პრემიუმ ბარათის მფლობელი საჩუქრად მიიღებს პირველ ვიზიტს, მიუხედავად იმისა, 2024 წლის განმავლობაში (1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით) რამდენი ვიზიტი ჰქონდა გამოყენებული.
  • პირველი ვიზიტის შემდეგ, Visa პრემიუმ ბარათების მფლობელები შეძლებენ ლაუნჯებით სარგებლობას, თუ ვიზიტამდე 35 დღის განმავლობაში, ჯამურად, საკუთარი ბარათით განხორციელებული აქვთ მინიმუმ 1,500 ლარის გადახდის ტრანზაქცია. აღნიშნული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კალენდარული წლის განმავლობაში, Visa Platinum ბარათების მფლობელები ისარგებლებენ ლაუნჯში ვიზიტით მაქსიმუმ 6-ჯერ, ხოლო Visa Infinite ბარათების მფლობელები - ულიმიტოდ.
  • თუ ლაუნჯში ვიზიტამდე, 35 დღის განმავლობაში Visa Platinum ბარათის მფლობელს განხორციელებული აქვს 5,000 ლარის ტრანზაქცია, ბარათის მფლობელი ისარგებლებს ლაუნჯში ვიზიტის ულიმიტო რაოდენობით კალენდარული წლის განმავლობაში.
  • ხელმისაწვომ ლიმიტებზე ინფორმაციას გადამოწმება ასევე შესაძლებელი იქნება ლაუნჯში ვიზიტამდეც, Visa Airport Companion აპლიკაციის მეშვეობით.

 

Visa Airport Companion App-ით სარგებლობისათვის:

  • ჩამოტვირთეთ აპლიკაცია App Store-ის ან  Google Play Store-ის საშუალებით:
  • დაარეგისტრირეთ თქვენი Visa Platinum/Infinite ბარათი შესაბამისი აეროპორტის ლაუნჯების პრივილეგიების მისაღებად
  • აირჩიეთ სასურველი ლაუნჯი და დააჭირეთ „Walk in” ღილაკს ლაუნჯამდე მისასვლელად
  • დააჭირეთ „Membership” ღილაკს ციფრული წვდომის მისაღებად
  • აჩვენეთ QR კოდი ლაუნჯის თანამშრომლებს.
უკან დაბრუნება