სიახლეები

Global Blue-ს შეთავაზება Mastercard World Elite ბარათების მფლობელებისთვის

მიიღეთ უფასო VIP წვდომა Global Blue-ს ლაუნჯებზე და აეროპორტის Fast Track-ზე თქვენი Mastercard World Elite ბარათით და დარეგისტრირდით Global Blue-ს წევრად Tax Free შოპინგისთვის.

Global Blue არის Tax Free Shopping სერვისის ერთ-ერთი წამყვანი პროვაიდერი, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო შოპინგის გამოცდილების გაუმჯობესებას მოგზაურებისთვის, დამატებითი ღირებულების სერვისებით.

თქვენი Mastercard World Elite ბარათით შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სერვისებით:

  • უფასო წვდომა Global Blue-ის VIP ლაუნჯებში პრემიუმ დღგ-ს ანაზღაურების სერვისის მისაღებად. ლოკაციები: ბარსელონა, მადრიდი, მარბელა, პარიზი, ფლორენცია, რომი, მილანი.
  • უფასო წვდომა აეროპორტის სწრაფ ხაზზე (Fast Track-ზე) Global Blue-ს ანაზღაურების ოფისებში. ლოკაციები: მილანი და რომი.
  • დარეგისტრირდით Global Blue-ის წევრად და ისარგებლეთ Tax Free ფორმების ავტომატური შევსებით Global Blue-ის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში შოპინგის დროს.

გამოყენების წესი:

  • წარადგინეთ თქვენი Mastercard World Elite ბარათი Global Blue-ის VIP ლაუნჯებში ან Global Blue-ის აეროპორტის VIP სწრაფ ხაზებში (Fast Lanes).
  • ეწვიეთ სარეგისტრაციო ბმულს, დარეგისტრირდით Global Blue-ს წევრად და თქვენი Mastercard ბარათი მონიშნეთ სასურველ უნაღდო ანაზღაურების მეთოდად. 

შეთავაზება ძალაშია 2025 წლის 31 აგვისტომდე.

უკან დაბრუნება