სიახლეები

საბანკო ასოციაციის განცხადება

კიბერდანაშაული გრძელდება

გაცნობებთ, რომ კიბერ თაღლითები, მომხმარებლებს კომერციული ბანკების

სახელით და ახლა უკვე ბანკის ნომრიდან უკავშირდებიან. ისინი, მეტწილად რუსულ ენაზე საუბრობენ. კიბერ-თაღლითები მოქალაქეებს სხვადასხვა საბანკო ტრანზაქციის განხორციელებას და საბანკო ინფორმაციის გამჟღავნებას სთხოვენ. აგრეთვე, უსვამენ შეკითხვას სხვა ბანკებში არსებული ანგარიშების შესახებ.

ამ ეტაპზე, ქვეყნის წამყვანი სატელეფონო ოპერატორები მუშაობენ ნომრების დუბლირების საკითხზე, თუმცა საკითხი ჯერ მოუგვარებელი რჩება.

გვსურს, გაგაფრთხილოთ, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდოთ შემოსულ სატელეფონო ზარებს! არ გაუზიაროთ საბანკო თუ პერსონალური ინფორმაცია მესამე პირს!

არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ორგანიზებულ კიბერ-თაღლითობასთან გვაქვს საქმე. რის შესახებაც საბანკო ასოციაციამ და კომერციულმა ბანკებმა  შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართეს. 

საქართველოს საბანკო ასოციაცია

უკან დაბრუნება