დირექტორატი

ზურაბ გოგუა

გენერალური დირექტორის მოადგილე / კომერციული დირექტორი

ზურაბ გოგუა 26 წელია მუშაობს სს „ბანკ ქართუში“, სადაც საქმიანობა დაიწყო ბანკის ეკონომისტის თანამდებობიდან. სხვადასხვა დროს იყო საკრედიტო ოფიცერი,  მონიტორინგისა და ანალიზის განყოფილების ხელმძღვანელი, საკრედიტო განყოფილების უფროსის მოადგილე, უფროსი და საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორი.

 

2013 წლიდან ბ-ნი ზურაბი იკავებს სს „ბანკი ქართუს“ კომერციული დირექტორის თანამდებობას.

 

ზურაბ გოგუას დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ინსტიტუტის ასპირანტურა.